ფეხბურთი

15:27 | 13.08.2017 | ნანახია 1767 - ჯერ

“დორტმუნდმა” დემბელე მთავარი გუნდიდან ისევ მოკვეთა

დორტმუნდის “ბორუსია” აგრძელებს უსმან დემბელეს დასჯას და გუნდთან ერთად ვარიშს უკრძალავს. როგორც გერმანული გუნდის ვეგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი გაურკვეველი ვადით მთავარი გუნდიდან მოკვეთილია – მიზეზი კი დემბელეს “ბარსელონაში” გადასვლის სურვილია.

“დორტმუნდის ბორუსიამ გადაწყვიტა, უსმან დემბელეს პირველ გუნდთან ვარჯიში ისევ აეკრძალოს დაუზუსტებელი ვადით”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი “ყვითლების” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმაც გააკეთა:

“ჩვენი კონცენტრაცია ახლა მთლიანად ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩზე, “ვოლფსბურგისკენაა” მიმართული. დემბელეს კი შეუძლია ინდივიდუალურად ივარჯიშოს”, - განაცხადა ცორკმა.

შეგახსენებთ, უსმან დემბელე “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად ესახებათ. მიმდინარე კვირაში გერმანელებს უკვე დაბლოკეს კატალონიელთა ერთი წინადადება. ისე კი, “დორტმუნდი” ახალგაზრდა შემტევს 135 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 13.08.2017
riva (2859)

აი დემბელე რომ ამათი ლეგენდა იყოს, ამათი აღზრდილი, რამდენიმე წელი რო ქონდეს ნათამაშები, ბოლო ბოლო საუკეთესო ფეხბურთელი იყოს კლუბში ან დორტმუნდი იყოს ისეთი კლუბი რომ ფეხბურეთელებს არ ყიდდეს კიდევ გავიგებდი... შარშან იყიდეს 20 ლიმონად. 9 გოლი გაიტანა და 12 ასისტი ქონდა მგონი. 100+ ლიმონს გაძლევენ რა ჯანდაბად გინდათ ფეხბურთელი ვისაც წასვლა უნდა...

და ამ ყველაფრის ფონზე რა უსუსურია ბართომეო თავისი სასტავით (

00:09 | 14.08.2017
samtrediel (7886)

კაია, ასე უნდა გამოწველონ ეგენი. მაყუთი მო*ვან და წაიყვანონ.

16:20 | 13.08.2017
ManUtdFan (219)

amas ukve vegar daakaveben tu ase unda gadasvla

15:33 | 13.08.2017
საბარსა (2008)

ბართო ამას საკუთარი თრაკის გადასარჩენად თუ იყიდის თორე არანაირად არ შეიძლება მის ყიდვა
ძაან არასტაბილურია და როდის რა სლეობას იზამს არავინ იცის . კოუტინიო დაითრიოს ჯობს

16:47 | 13.08.2017
stoned (902)

ხო აი კაკრაზ კარგია შენ რო არ წყვეტ .... 20 წლის ხარ და ბარსა გეპატიჟება და სასტავში ხარ მესი-სუარესთან ვარჯიშს გააცდენ კი არა ვენებს არ დაიხნი?

სტატისტიკა
0.224541