სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

16:57 | 13.08.2017 | ნანახია 742 - ჯერ

"შევარდენი-1906"-ს გიორგი კიკნაძე თავკაცობს

თბილისის "შევარდენი-1906"-ს გიორგი კიკნაძე წვრთნის. 41 წლის კიკნაძე რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა გუნდს სათავეში და მიზანიც გასაგებია: ლიგა3-დან ეროვნულ ლიგა2-ში გადასვლა. "შევარდენი-1906" ზედა ჯგუფში მოხვდა და 17 ქულით ლიდერობს.

თბილისის "დინამოსა" და გერმანული "ფრაიბურგის" ყოფილი ნახევარმცველი 2006-2007 წლების სეზონის პირველ ნახევარში რუსთავის "ოლიმპს" წვრთნიდა. იმ სეზონში "ოლიმპი" ჩემპიონი გახდა. პირველ წრეში კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი იყო, მეორში კი - რევაზ ძოძუაშვილი. შემდეგ, გიორგი თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოსაც" თავკაცობდა ზაზა ზამთარაძესთან ერთად.

"შევარდენი-1906"-ში კიკნაძის თანაშემწე გახლავთ ახლო წარსულში ცენტრალური მცველი გიორგი დავითნიძე, რომელიც თბილისის "ამერის" კაპიტანი იყო.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:19 | 13.08.2017
#lasha# (867)

გიორგი კიკნაძე როგორც მახსოვს შევარდენში გამოდიოდა, წარმატებები!!
სად თამაშობს ხოლმე შევარდენი ხომ არ იცით?? ადრე სადაც თამაშობდა ის რაგბის ბაზაა ახლა...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.082792