სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

10:31 | 13.08.2017 | ნანახია 2705 - ჯერ

სოფიო სომხიშვილის დასანანი ვერცხლი და გუნდურის მოლოდინი

საქართველოს 18-წლამდელ ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების წევრ სოფიო სომხიშვილს (+70 კგ) 2017 წლის სეზონის სრული ტრიუმფით დასრულებამდე ერთადერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩილეს ქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სომხიშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და პოლონელ კინგა ვოლჟაკს მეორე წუთზე შესრულებული ლამაზი მოგვერდით სძლია. ბრაზილიელ ლუიზა კრუზს ვაზარით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილ ტუნისელ აბიდი ფატმას სამი შიდოს მისაღებად 59 წამი აკმარა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სოფიო სომხიშვილი ხორვატ ელენა ვუკოვიჩს დაეჭიდა, რომელსაც თვენახევრის წინ, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშიც შეხვდა და მოუგო. ამჯერად კი გამარჯვება ვუკოვიჩს დარჩა, "ოქროს დროში”, მე-6 წუთზე მოპოვებული ვაზარით.

გუშინვე, ვაჟთა ბოლო ორ წონით კატეგორიაში – 90 და +90 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს ნაკრებს ორივე წონაში ორ-ორი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო. გიორგი კარიაული და მიხეილ ბექაური (ორივე 90 კგ) სანტიაგოს ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. კარიაული იაპონელ კენშინ მორისთან დამარცხდა, ხოლო ბექაური – რუსეთის ნაკრების წევრ საიდ გაჯიევთან.

ალექსი სვიანაძემ და ლევან ჭელიძემ (ორივე +90 კგ) მე-7 ადგილი დაიკავეს. ძირითად ბადეში გამოსვლა ორივემ მეოთხედფინალში დაასრულა. რეპეშაჟში კი უმალ წააგეს.

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები მსოფლიოს პირველობაზე 13-კაციანი შემადგენლობით გამოვიდნენ და 4 მედალი მოიპოვეს. ლაშა ბექაური (73 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ლუკა კაპანაძე (55 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ) ფინალში დამარცხდნენ, მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 64 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-6 ადგილზე გავიდა. ოფიციალური გუნდური ჩემპიონატი კი დღეს საღამოს დაიწყება და ბრძოლაში ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდები ჩაებმებიან.

გუნდურში რვა წონითი კატეგორიაა. გოგონების წონებია 44, 52, 63 და +70 კილოგრამები, ხოლო ვაჟების - 55, 66, 81 და +90. საქართველოს ნაკრებს გოგონებში 44 კილოგრამში მონაწილე არ ეყოლება. შესაბამისად, ერთ ქულას ყველა მეტოქეს უბრძოლველად დაუთმობს.

რაც შეეხება წილისყრას, ქართველ ძიუდოისტებს აშკარად არ გაუმართლათ - სატურნირო ბადეში ა ქვეჯგუფში მოხვდნენ და ჩემპიონატს იტალიასთან შეხვედრით გახსნიან. გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში დიდი ალბათობით, იაპონიას დაუპირისპირდებიან. პირველ ნომრად განთესილი აზიელები იქამდე უნგრელებს დაეჭიდებიან.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში სულ 18 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

18-წლამდელები

სანტიაგო

9-12 აგვისტო

ვაჟები

50 კგ

1 ალდი დე ოლივეირა (ბრაზილია)

2 მაკსუდ ოჩილოვი (უზბეკეთი)

3 სზანად ფეჟკო (უნგრეთი)

3 დაან მოესი (ჰოლანდია)

55 კგ

1 მიჰრაჩ აკკუში (თურქეთი)

2 ლუკა კაპანაძე (საქართველო)

3 აბრეკ ნაგუჩევი (რუსეთი)

3 ჰიტოიში სუმი (იაპონია)

60 კგ

1 კაზბეკ ნაგუჩევი (რუსეთი)

2 ნურზატ სალიმბაიევი (ყაზახეთი)

3 ნარმანდახ ბაიანმუნხი (მონღოლეთი)

3 ჰაიატო კონდო (იაპონია)

66 კგ

1 რანტო კაცურა (იაპონია)

2 მარკ ხრისტოვი (ბულგარეთი)

3 ჯამოლოდინ აბდულოევი (ტაჯიკეთი)

3 კიგან იანგი (კანადა)

73 კგ

1 ლაშა ბექაური (საქართველო)

2 დაიკი ნაკაჰაში (იაპონია)

3 არმენ აგაიანი (რუსეთი)

3 მუჰამედ კოჩი (თურქეთი)

81 კგ

1 ეუგენ მატვეიჩუსი (მოლდოვა)

2 აქუსტინ გილი (არგენტინა)

3 სერიკბოლსან შინტასი (ყაზახეთი)

3 ბენედეკ ტოთი (უნგრეთი)

90 კგ

1 ედუარდ სერბანი (რუმინეთი)

2 კენშინ მორი (იაპონია)

3 საიდ გაჯიევი (რუსეთი)

3 ბენჟამინ კენდრიკი (კანადა)

+90 კგ

1 მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 დავიდ ბაბაიანი (რუსეთი)

3 ომერ აიდინი (თურქეთი)

3 იონას შრეიბერი (გერმანია)

7 ალექსი სვიანაძე (საქართველო)

7 ლევან ჭელიძე (საქართველო)

ქალები

40 კგ

1 მარინა ვორობიოვა (რუსეთი)

2 ივანა ნიკოლიჩი (ჩერნოგორია)

3 ანასტასია ბალაბანი (უკრაინა)

3 ჯენტე ვერსტრაეტენი (ბელგია)

44 კგ

1 ჰარუკა კავაბატა (იაპონია)

2 იონგ ჰუნგ კიმი (ჩრდილოეთ კორეა)

3 ამანდა არაეში (ბრაზილია)

3 კარლოტა ავანცატო (იტალია)

48 კგ

1 ბრიგიტა ვარგა (უნგრეთი)

2 მაშა ბალჰაუსი (გერმანია)

3 იანა გუშენბერგი (გერმანია)

3 აიკო ვატანაბე (იაპონია)

52 კგ

1 სეია ბალჰაუსი (გერმანია)

2 ფაიზა მოკდარი (საფრანგეთი)

3 მინა კობაიაში (იაპონია)

3 სზოფი ოზბაში (უნგრეთი)

57 კგ

1 იუჰე კიმი (სამხრეთ კორეა)

2 ნატალია კროპსკა (პოლონეთი)

3 ჯოვანა ფუსკო (იტალია)

3 ჰარუკა ნაკაია (იაპონია)

63 კგ

1 აიანო იუკი (იაპონია)

2 გაბრიელა მორაეში (ბრაზილია)

3 მარიამ ჭანტურია (საქართველო)

3 ანაბელ ვინციგი (გერმანია)

70 კგ

1 მარლენ გალანდი (გერმანია)

2 მილენა სილვა (ბრაზილია)

3 რაფაელა იგლი (გერმანია)

3 რიზუ მაცუმოტო (იაპონია)

+70 კგ

1 ელენა ვუკოვიჩი (ხორვატია)

2 სოფიო სომხიშვილი (საქართველო)

3 ლუიზა კრუზი (ბრაზილია)

3 აკიჰო იონეკავა (იაპონია)

გუნდური ჩათვლა

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 3 2 7 0 0

2 გერმანია 2 1 4 1 0

3 რუსეთი 2 1 3 4 2

4 სამხრეთ კორეა 2 0 0 0 0

5 ბრაზილია 1 2 2 2 3

6 საქართველო 1 2 1 0 2

7 უნგრეთი 1 0 3 0 2

8 თურქეთი 1 0 2 3 2

9 ხორვატია 1 0 0 0 1

10 მოლდოვა 1 0 0 0 0

10 რუმინეთი 1 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (77)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:05 | 13.08.2017
BEERTRANCE (93477)

რა ბედნიერები ხართ რო უყურეთ. არ მეგონა თუ მოიგებდნენ, იმედია კიდევ უფრო მიეემათ ძალა იაპონიის ძლევის მერე. და აჯოჯობებენ ღრუსებსაც.

21:56 | 13.08.2017
mamuka-25 (262)

მოკლედ სანამ ფიზმომზადებას არ გავაუმჯობესებთ, მუდამ ასე ბეწვის ხიდზე ვივლით

21:30 | 13.08.2017
Socrates (487)

ეს მსაჯები რას იგონებენ

21:29 | 13.08.2017
tiko (4585)

ეს რა მოხდა?

21:13 | 13.08.2017
tiko (4585)

ეხხხხ ეს არ მომწონსსსსსსს

21:08 | 13.08.2017
tiko (4585)

ოხ როგორ ვნერვიულობბბბბბბ

20:52 | 13.08.2017
andres08 (28)

დაახლოებით რამდენ ხანში დაიწყება ნახევარფინალი??

20:45 | 13.08.2017
Socrates (487)

ერთადერთი ტატუნაშვილმა იქნებ იპონით არ წააგოს და ჭელიძემაც და მერე შანსი გვაქვს. უეჭველი 4:4 დამთავრდება

20:43 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

ბახბახა გადაღლილი რომ მეგოონა, თურმე ეხლა შედის ფორმაში და ერთ მსოფლიოს კიდევ იჭიდავებს.

20:39 | 13.08.2017
Socrates (487)

ასეთი მოგებული ბრძოლის შემდეგ აფსუსია რუსებთან წაგება. მოკლედ უნდა ეცადონ იპონებით მოიგონ. წარმოიდგინეთ რა ქნეს ორი იპონი ჩამორჩენა გვქონდა და აქეთ ვაჯობეთ იპონებით. სასწაულია. ისე ბახბახიშვილის პირველი ვაზარიც იპონს გავდა ძალიან

20:38 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

იაპონიის ძლევის მერე ტეხავს რუსეთს რომ დამაჯერებლად არ მოვუგოთ.

20:53 | 13.08.2017
andres08 (28)

ვერ დაგეთანხმები რუსებსაც ძაან ძლიერი გუნდი ყავთ...50/50ზეა

20:36 | 13.08.2017
andres08 (28)

რამდენი წელია ძიუდოს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს...ბახბახას და მარიამის საოცრებებს ძაან დამუხტვა ჩვენები....ბრავოოოოო

20:40 | 13.08.2017
b.g (933)

მოულოდნელი იყო და ორივეს გდებები საოცარი.....ისე უცებ მიეწყო მაგათი ბრძოლები...საოცარი იყო...ვიდეო მინდა სასწრაფოდ

20:36 | 13.08.2017
Socrates (487)

ეს რაც გააკეთეს დიდი გმირობაა. განსაკუთრებით ბახბახამ რა ქნა. ბერლინის ტურნირზე ეს კაცურა მაშინაც ძალიან იოლად დაამარცხა. აქ კი კაცურა ჩემპიონი გახდა. ოქროს მედალი დაკარგა 100%

20:35 | 13.08.2017
tiko (4585)

ვახ ისევ აჟიტირებული ვარ ეს რა იყო გადავირიე რა

20:37 | 13.08.2017
b.g (933)

შეინახე ემოციები...წინ ფინალი გვაქვს

20:32 | 13.08.2017
Socrates (487)

თუმცა კაპანაძეს ნაგუშევთან გაუჭირდება, მოკლედ დიდი შანსია აქაც ფრე მორჩეს და ქულები დაითვლება. ჭანტურია, სომხიშვილი იგებს. ბახაბახა და ახალკაციც. მძიმეს წავაგებთ და რჩება კაპანაძე. მოკლედ ქულებს დიდი მნიშვნელობა ექნება.

20:36 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

ვნახოთ რას იზავს კაპანაძე, თუმცა რაღაც უხასიეთოდ ჩანს პირადთან შედარებით.

20:41 | 13.08.2017
Socrates (487)

ნაგუშევთან პირადშიც ძალიან გაუჭირდა, გაფრთხილებით მოუგო, თუმცა ნაგუშევი უფრო ძლიერად გამოიყურებოდა განსაკუთრებით პარტერში

20:29 | 13.08.2017
mamuka-25 (262)

ეს ბადე რა სპეციალურად გააჩალიჩეს ასე, ყველა უძლიერესი რომ ა და ბ ჯგუფში მოხვდნენ?

20:32 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

მართლაც რომ ეგრეა.

20:31 | 13.08.2017
b.g (933)

ეგ ვიკითხეთ ჩვენც...მაგრამ ....არაუშავს

20:28 | 13.08.2017
Socrates (487)

რუსებთან გოგოები 2:2-ზე იქნება და ბიჭებმა 3:1 უნდა მოიგონ

20:32 | 13.08.2017
giorgi909 (962)

ბაბაიანი გვიგებს ძირითადად კაპანაძემ უეჭველი უნდა მოიგოს ბახბახიშვილი იმ პრიდრას ყველგან უგებს სადაც იჭერს და 81 არ ვიცი ვინ ყავთ საერთოდ

20:30 | 13.08.2017
b.g (933)

ან 4-4 უკეთესი შედეგით

20:28 | 13.08.2017
b.g (933)

როგორია ცვენი შანსები რუსებთან?...მგონი მეტი ვიდრე იაპონიასთან

20:26 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

სოფიო გადაგვეღალა, კაპანაძისგან მეტს ველოდი. ჭელიძე კარგი იყო

20:28 | 13.08.2017
b.g (933)

სოფი ცოდოა,თუ ტრავმა აწუხებს მითუმეტეს....მაგარი გოგო გვყავს

20:31 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

ერთ თვეში მოიგო ევროპა, ოლიმპიადა და მსოფლიოს ფინალი იჭიდავა რა თქმა უნდა ცოდოა ოღონდ დღესაც უნდა გაუძლოს წინ 2 შეხვედრაა.

20:33 | 13.08.2017
b.g (933)

ნეტაა

20:25 | 13.08.2017
b.g (933)

შენც მარიამ ჭანტურია

20:25 | 13.08.2017
b.g (933)

ეხ ბახბახ...ეხლა მსოფლიო ჩემპიონი უნდა იყო

20:24 | 13.08.2017
tiko (4585)

Ox Ra didi siamovneba mivige iapinelebis marcxit

20:26 | 13.08.2017
b.g (933)

მაგენის ეჭვისთვალება დედავატირე.............შენც აქ ხარ თიკო,რა მაგარი იყო....მგელი გვყავს მარიამი

20:34 | 13.08.2017
tiko (4585)

უმაგრესი გოგოები გვეზრდება,

20:24 | 13.08.2017
ალექსანდრე (4057)

ძალიან მაგარი იყო მიჭირს სხვა რამის თქმა.

20:26 | 13.08.2017
b.g (933)

არც არის ძმაო ზედმეტი სიტყვები საჭირო..მე კი ავიქაფე პირი

20:24 | 13.08.2017
b.g (933)

ვა რა გამეხარდა ბიჯოოოს

20:24 | 13.08.2017
mamuka-25 (262)

აუ ეს რა იჭიდავეს, გენაცვალეთ!!!!!!!!!!!!!!!!

20:22 | 13.08.2017
b.g (933)

შეუძლებელი შევძელით.....მსოფლიოში საუკეთესოები ვარტ....თუნდაც ფინალს მიღმა დავრჩეთ

20:22 | 13.08.2017
skorpiona (551)

ვაახ ბიჯოოო ეს რაა იკო...ტქვენ გენააცვაალეტ ჰააა

20:22 | 13.08.2017
b.g (933)

ავოიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე...რუსებს მაგრად უჭირთ მონღოლებთან

20:21 | 13.08.2017
b.g (933)

ეგაა ბესოოო,ვენაცვალე ბახბახას და მარიამს

20:20 | 13.08.2017
b.g (933)

სად მონახა ძალები

20:20 | 13.08.2017
beso68 (2383)

ავოიეეეეეეეე, ე ბიჭო მგონია გავედით, ჩვენ უფრო კარგი მოგებები გვაქვს

20:20 | 13.08.2017
b.g (933)

მოვიგეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ

20:11 | 13.08.2017
beso68 (2383)

ეხლაა გადამწყვეტი შეხვედრა მძიმეებში

20:17 | 13.08.2017
b.g (933)

მაგრად დავიკელი წონაში ნერვიულობით

20:19 | 13.08.2017
beso68 (2383)

მეც

20:10 | 13.08.2017
b.g (933)

ვერ გაქაჩა სოფომ...წელის პრობლემაა უეჭველი

20:05 | 13.08.2017
b.g (933)

მიდი სოფო დაგლიჯე

20:05 | 13.08.2017
b.g (933)

თქვენ გენაცვალეეეეეთ

20:00 | 13.08.2017
b.g (933)

გაცვაბახეთ იაპონია

20:00 | 13.08.2017
beso68 (2383)

იმედი მომეცა, იმედიიი

19:59 | 13.08.2017
beso68 (2383)

უჰჰჰჰ, თქვენ გენაცვალეთთთ

19:59 | 13.08.2017
b.g (933)

გენაცვალე მაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოო,ვიცოდი,ვიცოდი

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.918582