სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

11:28 | 13.08.2017 | ნანახია 1229 - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიას 21 ქულით მოუგო

საქართველოს 16-წლამდელთ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ბუბა ბერიშვილის და თემური კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტპის მე-3 ტურში პორტუგალიას 21 ქულით - 80:59 სძლია.

ქართველებს მანამდე თითო მოგებ-წაგება ჰქონდათ: მაკედონიელებს სძლიეს და დიდბრიტანეთთან დამარცხდნენ. დარჩენილ 2 ტურში ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგს (15 აგვისტოს) და კოსოვოს (15 აგვისტოს) ხვდება და წარმატების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა და ბრძოლას ტურნირის პრიზიორთა შორის მოსახვედრად განაგრძობს. სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს A დივიზიონში მომავალ წელს ასპარეზობის უფლებას.

რააც შეეხება პორტუგალიასთნ მატჩს, ქართველებს პრობლემა არ შექმნიათ. შედარებით თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, ქართველებმა მეორე პერიოდში 10 ქულით იძალეს, სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ და თამაშიც ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი ირაკლი სულხანიშვილი გახდა. სარგებლიანობის კოეფიციენტით კი საუკეთესო ლაშა მიქელაძე გახლდათ, რომელმაც 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

ქართველები მორიგ მატჩს 14 აგვისტოს, ლუქსემბურგთან გამართავენ.

პორტუგალია - საქართველო 59:80 (სტატისტიკა)

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:52 | 13.08.2017
ეშლი იანგი (6117)

მთავარია დარჩენილი შეხვედრები მოვიგოთ

13:11 | 13.08.2017
BEERTRANCE (93477)

ჯგუფიდან გასვლა შეიძლება ესე იგი

12:05 | 13.08.2017
JuveSerenaForEver (12)

კარგია! კოსოვოს და ლუქსემბურგის მოვიგებთ 100% . და მე-2 ადგილით გავალთ ჯგუფიდან. ოღონდ საბერძნეთი არ შეგხვდეს რა ძაან მხეცი გუნდია

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.109608