ისტორია

9:54 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

13 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2008 - პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვეს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ წონითი კატეგორია) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ). პლაჟბურთში საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპი გადალახეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1933 - ბელგიელმა ველოსიპედისტმა ჟაკ ვან ეგმონდმა მოყვარულთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1968 - ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებისა და იმხანად ლონდონის “არსენალის” გოლკიპერმა პატრიკ ჯენინგსმა ინგლისის სუპერთასის მსვლელობისას, მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედს” გოლი გაუტანა. ჯენინგსმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან დაარტყა, იგი მანჩესტერელთა კარის მცველ ალექს სტეპნის გადაახტა და ბადეში გაეხვა.

1977 - თბილისის “დინამომ” ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს “ოთხთა ტურნირის” ნახევარფინალში, ინგლისურ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:1 წააგო. “დინამო”: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, კოსტავა,გოჩა მაჩაიძე (დარასელია), მანუჩარ მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაციწვრთნიდა.

1980 - რუსმა მძლეოსანმა ტატიანა კაზანკინამ 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:52,47).

1981 - ამერიკელმა მუცურავე მერი ტერსტეგმა 200 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვისას ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:05,96).

1987 - ამერიკელმა მძლეოსანმა ჯეკი ჯოინერ-კერსიმ სიგრძეზე ხტომაში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7,48 მეტრი).

1988 - “ბოსტონ რედ სოქზმა” ამერიკული საფეხბურთო ლიგის რეკორდი დაამყარა. გუნდმა ზედიზედ 24-ე შეხვედრა მოიგო.

1988 - ველოსიპედისტმა რონალდ დოსენბახმა პრაქტიკულად მთელი კანადა, ვანკუვერიდან ჰალიფაქსამდე, 13 დღეში, 15 საათსა და ოთხ წუთში გაიარა.

1991 - ამერიკელმა მოცურავე მაიკლ რეი ბოროუმენმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:10,6).

1996 - ლონდონის “არსენალმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრუს რიოჩი დაითხოვა. მას შემდეგ, გუნდს ფრანგი არსენ ვენგერი ხელმძღვანელობს.

1997 - თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში,ლევერკუზენის “ბაიარენაზე” “ბაიერთან” 1:6 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ალექსანდრეიაშვილმა გაიტანა. “დინამო”: ზოიძე, კალაძე (ჯელაძე), გუჩუა, ცქიტიშვილი (გოგობერიშვილი), დიდავა,ჩხაიძე, ლობჟანიძე, კიკნაძე, მუჯირი (ხომერიკი), გოგიჩაიშვილი, იაშვილი.

1998 - ბათუმის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში,ბელგრადში, “პარტიზანთან” 0:2 წააგო. ბათუმის “დინამო”: ტოგონიძე, მინდაძე (ღლონტი), სიჭინავა, კანტიძე (გადელია), ვერემჩუკი, მალხაზ მახარაძე, ჭიჭვეიშვილი, მაჭუტაძე, თუღუში, რუსია, პაპიძე.

2001 - გელზენკირხერნში გაიხსნა საფეხბურთო კლუბ “შალკე 04”-ის ახალი სტადიონი “ფელტინს არენა”.

2004 - საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვეობის ოცდამერვე ოლიმპიური თამაშები.

2005 - საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, რიკარდო მაიორგამ მსოფლიოს იტალიელი ჩემპიონი, მიკელე პიკირილიო თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და WBC ასოციაციის ვერსიით, პლანეტის უძლიერესი მოკრივე თავად გახდა. შერკინება აშშ-ის ილიონისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში ჩატარდა.

2006 - ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე “ლივერპულმა” “ჩელსის” 2:1 მოუგო.

2008 - პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა მოიპოვეს ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ წონითიკატეგორია) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ). პლაჟბურთშისაქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპი გადალახეს.

2009 - ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ გოლფი და რაგბის შვიდკაცა 2016 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩაერთვებიან. 2012 წლის ლონდონის თამაშებზე კი ქალთა კრივის დაშვების საკითხი გადაწყდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1866 - ჯოვანი ანიელი. ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი პრეზიდენტი. ცნობილი იტალიელი მეწარმე. 1899 წელს დააარსა კონცერნი “ფიატი”. 1945 წელს, დიქტატორ ბენიტო მუსოლინის მხარდაჭერისთვის ფირმიდან გაუშვეს, თუმცა 1966 წლიდან “ფიატის” სათავეში ჯოვანი ანიელის შთამომავლები დაბრუნდნენ.

1989 - ჟან ბოროტრა. ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი. 1922 წლიდან 1954 წლამდე თამაშობდა და მოგებული აქვს “დიდი მუზარადის” ცხრამეტი ტურნირი.

1909 - ვილჰელმინა ფონ ბრემენი. ამერიკული მძლეოსანი. 100 მეტრზე თარჯრბენში. 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1912 - ბენ ჰოგანი. ამერიკელი გოლფისტი. მოჰყვა ავტოკატასტროფაში, მაგრამ მოგვიანებით აქტიურ საგოლფო კარიერას მაინც დაუბრუნდა და 1950, 1951, 1953 წლებში მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. მოგებული აქვს დიდი ბრიტანეთის ღია პირველობა.

1931 - ნორმან რიდი. ახალი ზელანდიელი მძლეოსანი. 50 კმ-ზე სპორტულ სიარულში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1942 - ჟორჟ კარნო. 1960-70-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების მეკარე. “სამფეროვანთა” ეროვნულ გუნდში ჩაატარა 36 მატჩი. საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1970 და 1971 წლებში დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1943 - გარი ილმანი. ამერიკელი მოცურავე. 100 მეტრზე გაცურვაში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1949 - ბობი კლარკი. ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. 1973, 1975, 1976 წლებში დაასახელეს NHL-ის უძლიერეს მოთამაშედ.

1950 - მარიან მასნი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. გამოდიოდა ბრატისლავას “სლოვანში”. 1976 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 1980 წლის კონტინენტის პირველობის პრიზიორი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების 75 მატჩში, გაიტანა 18 გოლი. ჩეხოსლოვაკიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1951 - გვენ ჩიზმანი. აშშ-ის ბალახის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 1984 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1955 - ბეტსი კინგი. ამერიკელი გოლფისტი. 1990 წელს ქალთა შორის მოიგო აშშ-ის ღია პირველობა.

1955 - ბორის ალეკსანდროვი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისთთა ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას ფორვარდი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.

1955 - სერგეი შეპელევი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდი. 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1956 - ბრუნო ჯორდანო. 1970-80 წლებში იტალიელი საფეხბურთო ფორვარდი. 1987 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი (“ნაპოლის” შემადგენლობაში). 1979 წელს გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი.

1958 - სკოტ ჰემილტონი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1961 - ბეტინ ვრიესკოოპი. მაგიდის ჩოგბურთის ჰოლანდიელი ვარსკვლავი. მოგებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.

1963 - იოჟეფ ვანძიკი. 1985-94 წლებში პოლონეთის ნაკრების მეკარე. ეროვნულ გუნდში ჩაატარა 52 მატჩი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. პოლონეთის ოთხგზის ჩემპიონი. ათენის “პანათინაიკოსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიპოვა ელადელთა თასი.

1967 - დმიტრი შევჩენკო. რუსი მოფარიკავე. 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (გუნდურ ჩათვლაში). ევროპის 1994 წლისა და მსოფლიოს 1995 წლის ჩემპიონი.

1969 - მიდორი იტო. იაპონელი მოციგურავე. 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1970 - ალან შირერი. ინგლისის ნაკრების, “საუთჰემპტონის,” “ბლექბერნ როვერსისა” და “ნიუკასლ იუნაიტედის” ფორვარდი. 1995 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი (“ბლექბერნთან” ერთად). 1996 წელს, ევროპაში “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, წლის მესამე ფეხბურთელად დაასახელეს. ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1994-ში ჟურნალისტთა ვერსიით, 1995 და 1997 წლებში – პროფესიონალ მოთამაშეთა გამოკითხვით). მსოფლიოსა და ევროპის სამი ჩემპიონატის მონაწილე. ევრო96-ის საუკეთესო ბომბარდირი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 30 გოლი.

1976 - ალბინა ახატოვა. რუსი ბიატლონისტი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1997 წლის მსოფლიოს პირველობის პრიზიორი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115829