ფეხბურთი

22:11 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ჯანო ანანიძის 3 წუთი...

რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში მოქმედი ჩემპიონი “სპარტაკი” ცსკა-სთან დამარცხდა – 1:2. არადა, “სახალხო გუნდი” თითქმის მთელი თამაში წინ იყო და 83-ე წუთამდე იგებდა კიდეც, მაგრამ ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა. მასიმო კარერა კი, ჯანო ანანიძეს ისევ არ სწყალობს – იტალიელმა ქართველი შემტევი მოედანზე მხოლოდ მაშინ შეუშვა, როდესაც “სპარტაკი” ანგარიშში ჩამორჩა – 87-ე წუთზე... ჩემპიონი “სპარტაკი” 6 ტურის შემდეგ 8 ქულით მერვე ადგილზეა. ჯანომ განვლილი 6 მატჩიდან ოდენ ორში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთხელ, ისიც მოგებულ შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში...

ჯემალ ტაბიძის “უფა” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. თუმცა, წაგებაცაა და წაგებაც – 1:4 საკუთარ მოედანზე “როსტოვთან”. ქართველი მცველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და არც შეუცვლიათ. “უფა” 9 ქულით მეშვიდეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას პლოცკის “ვისლამ” სტუმრად “სანდეცია” დაამარცხა – 1:0. პლოცკელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი მერებაშვილი 84 წუთი გაისარჯა და აქტიურიც იყო. “ვისლას” 5 მატჩში მოპოვებული 7 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13009