სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

23:50 | 12.08.2017 | ნანახია 443 - ჯერ

რატიშვილის ზედიზედ მეორე ევროფინალი

საფრანგეთის ქალაქ ბურჟში 4 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდელ ქალებს შორის. ფიბას გადაწყვეტილებით ამ ტურინირს ემსახურებიან ქართველი არბიტრი დავით ბერეკაშვილი და კომისარი მერაბ რატიშვილი.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ფიბამ დიდი ნდობა გამოუცხადა მერაბ რატიშვილს და მას ფინალური მატჩის კომისრობა ანდო. ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლისთვის ერთმანეთს საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

ფინალში რატიშვილს თანამშრომლობა მოუწევს გამოცდილ მსაჯებთან. მისი პარტნიორების იქნებიან ელენა ჩერნოვა (რუსეთი), ოზლემ იალმანი (თურქეთი) და ანტონის დემეტრიუ (კვიპროსი).

აღსანიშნავია, რომ ეს არის მერაბ რატიშვილისთვის ზედიზედ მეორე ფინალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე. შარშან მან ევროპის 20-წლამდელ ვაჟთა ჩემპიინატის ფინალურ მატჩს (ესპანეთი-ლიტვა) უკომისრა, რომელიც ფინეთის ქალაქ ჰელსინკიში გაიმართა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.079981