ფეხბურთი

20:51 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

Daily Mail: პაულინიო “ბარსელონას” ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონამ” ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი პაულინიო გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა Daily Mail ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ტრანსფერი ოფიციალურად ცოტა ხანში დადასტურდება.

პაულინიოს სანაცვლოდ ჩინური “გუანჯოუ” 40 მილიონ ევროს მიიღებს. არადა, თავდაპირველად “ბარსელონამ” ჩინელებს 17 მილიონი შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს, აზიელებმა თავისი მაინც გაიტანეს.

პაულინიო “გუანჯოუში” 2015 წელს გადავიდა, ხოლო მანამდე ლონდონის “ტოტენჰემში” ირჯებოდა, თუმცა არცთუ წარმატებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111082