ფეხბურთი

23:00 | 12.08.2017 | ნანახია 1864 - ჯერ

“იუვენტუსი” დაინომრა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” კარსმომდგარი სეზონისთვის ოფიციალურად დაინომრა. ამ მხრივ სიურპრიზები ტურინულ გრანდში არაა. გასულ სეზონთან შედარებით, მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ გუნდს 10 ნომერი ეყოლება – არგენტინელი პაულო დიბალა.

“იუვეს” ფეხბურთელები 2017-2018 წლების სეზონში შემდეგი ნომრებით ითამაშებენ:

მეკარეები: 1. ჯანლუიჯი ბუფონი, 16. კარლო პინსოლიო, 23. ვოიცეხ შჩესნი.

მცველები: 2. მატია დე შილიო, 3. ჯორჯო კიელინი, 4. მედჰი ბენატია, 12. ალექს სანდრო, 15. ანდრეა ბარძალი, 22. კვადვო ასამოა, 24. დანიელე რუგანი, 26. სტეფან ლიხშტაინერი.

ნახევარმცველები: 5. მირალემ პიანიჩი, 6. სამი ხედირა, 7. ხუან კუადრადო, 8. კლაუდიო მარკიზიო, 27. სტეფანო სტურარო, 30. როდრიგო ბენტანკური, 33. ფედერიკო ბერნარდესკი.

თავდამსხმელები: 9. გონსალო იგუაინი, 10. პაულო დიბალა, 11. დუგლას კოშტა, 17. მარიო მანჯუკიჩი, 20. მარკო პიაცა, 34. მოის კინი.

"იუვენტუსი" ახალ სეზონს კვირას, 13 აგვისტოს იტალიის სუპერთასის შეხვედრით გახსნის - მასიმილიანო ალეგრის გუნდი რომში, "ლაციოს" დაუპირისპირდება.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:06 | 13.08.2017
JuveSerenaForEver (12)

ბიჭებო წარმატებები! ჩემები

სტატისტიკა
0.231517