ფეხბურთი

18:08 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ მაისის შემდეგ პირველად ითამაშა

გიორგი ქვილითაიამ მაისის შემდეგ პირველად ითამაშა, თუმცა, ჯერ მხოლოდ "რაპიდის" დუბლებში. ეს - "ბრუკთან" 3:6 წაგებულ შეხვედრაში. ქვილითაია სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 0:4 აგებდა.

23 წლის ქართვლ ფორვარდს ტრავმა ჰქონდა და ორიოდე კვირის წინ დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში. სავარაუდოდ, "რაპიდის" მთავარ გუნდშიც მალე ითამაშებს და ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარება სექტემბრის შესარჩევ მატჩებში: ირლანდიასთანდა ავსტრიასთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117852