ფეხბურთი

19:35 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “პირადი არჩევანის გამო მოთამაშე არ უნდა დავგმოთ”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავიმ ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბლაუგრანას” გულშემატკივრებმა ბრაზილიელი ამ საქციელის გამო არ უნდა დაგმონ.

“ეს იყო მისი გადაწყვეტილება. პატივისცემა აუცილებელია. პირადი არჩევანის გამო მოთამაშე არ უნდა დავგმოთ. ფეხბურთელები ხშირად იცვლიან კლუბებს, მითუმეტეს ახლა”, - უთხრა ჩავიმ Le Parisien-ს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი “ბარსელონაში” 1991 წელს მივიდა და 6 წელი ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. შემდეგ, 1997-1998 წლების სეზონი იყო “ბარსელონა B”-ში, საიდანაც მთავარ გუნდში მოხვდა და 1998-2015 წლები სწორედ იქ გაატარა. მთავარ გუნდში ჩავიმ 505 მატჩი გამართა და 55 გოლიც გაიტანა.

0.116433