ფეხბურთი

17:34 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბიას “ინტერიდან” წასვლა სურს

“ვალენსიას” “ინტერიდან” ფრანგი ნახევარმცველის, ჟოფრეი კონდოგბიას დამატება სურს.

თავად ფეხბურთელს “ნერაძურიდან” წასვლა უნდა და ყველაფერს აკეთებს, რომ კლუბმა გაუშვას, თუმცა “ინტერი” ფრანგის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს, წერს Sky Sport Italia.

კონდოგბია “ინტერში” 2015 წლის ზაფხულს “მონაკოდან” გადავიდა 36 მილიონი ევროს და დამატებით ბონუსების სანაცვლოდ, თუმცა, იტალიის ჩემპიონატს ვერ შეეწყო.

გასულ სეზონში 24 წლის მოთამაშემ 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კიმხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109923