სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

14:07 | 12.08.2017 | ნანახია 969 - ჯერ

18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ირლანდიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო მატჩში მოლდოვის ნაკრები დაამარცხა და B დივიზიონში, რომელშიც წლეულს პირველად ასპარეზობს, ადგილი შეინარჩუნა.

ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ დაწყებულ 17-24 ადგილებისთვის ბრძოლის პირველ მატჩში მოლდოველებს 33 ქულით - 66:30 სძლია და იმ ითხეულში მოხვდა, რომლებიც 17-20 ადგილებს გაინაწილებენ.

მოლდოვასთან ქართველ გოგონებს ტრადიციულად ნატალია ოთხმეზურმა ულიდერა, რომელმაც 31 წუთში 23 ქულა, 8 ჩაჭრა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ასევე ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ ვიქტორია გეგეშიძე, რომელმაც 19 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე ესტონეთია, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც ქართველებები მე-17 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლებას მოიპოვებენ და შვეიცარია - ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

საქართელოსა და ესტონეთის თამაში 12 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge

საქართველო - მოლდოვა 66:30 (სტატისტიკა)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:15 | 13.08.2017
JuveSerenaForEver (12)

სამწუხაროდ ვერა! ესტონეთი იგებს იოლად 2 მეოთხედის შემდეგ იოლად 43:26. მთვარია შევინარჩუნეთ ადგილი ბ დივიზიონში

21:07 | 12.08.2017
BEERTRANCE (93482)

იმედია ესტონეთსაც აჯობებენ

20:03 | 12.08.2017
eke99 (909)

უმაგრესი გოგოა ოთხმეზური. პირველი ქართველი გოჰონა იქნება ქალთან ნბაში. ძალიან მაგარი ბავშვია

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.078907