სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

10:28 | 12.08.2017 | ნანახია 3351 - ჯერ

ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია, ჭანტურია – ბრინჯაოს პრიზიორი

ჩილეს ქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. დღეს გამთენიას, 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაური პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გოგონათა ნაკრების წევრმა მარიამ ჭანტურიამ (63 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ინდივიდუალური პირველობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამივე სინჯის თითო მედალია. შეგახსენებთ, ჩემპიონატის პირველ დღეს ლუკა კაპანაძე (55 კგ) ვერცხლს დაეუფლა.

ლაშა ბექაური ჩილეში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და შეჯიბრების 33 მონაწილეს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი, საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ დიორდ ნერპელს "ოქროს დროში” აღებული ვაზარით აჯობა. ანალოგიურად სძლია მესამე შეხვედრაში რუსეთის ნაკრების წევრ არმენ აგაიანს. იქამდე კი ბრაზილიელ მარსელო გომესს წუთსა და 16 წამში დაასრულებინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა.

ნახევარფინალში ბექაური პოლონელ ადამ სტოდოლსკის დაეჭიდა და 33-ე წამზე ბრუნით ბეჭებზე დაანარცხა. იპონითვე დააგვირგვინა საჩემპიონო ბრძოლა იაპონელ დაიკი ნაკაჰაშისთან – უძლიერეს მეტოქეს მეოთხე წუთზე შესრულებული მოგვერდით აჯობა.

ლაშა ბექაურის მსგავსად, მარიამ ჭანტურიაც ევროპის მედალოსნის რანგში გავიდა სანტიაგოს ტატამზე. ჩილელი ხავიერა მუნიოსი და ამერიკელი ერიკა პაჩიონე იპონ-იპონ ჩამოიშორა და ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან – იაპონელ აიანო იუკისთან მარცხით. უილეთო შეხვედრის ბედი გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა მე-7 წუთის მიწურულს მიიღო.

ჭანტურია რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ორი გამარჯვება მოიპოვა – კოლუმბიელ სინდი მერასთან და ჩრდილოკორეელ სუ იონ კიმთან.

გუშინ მსოფლიოს კონკურენციაში კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კიმონოები გოჩა ღვაჩლიანმა და ვლადიმერ ახალკაცმა მოირგეს, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დილის პროგრამაში დაკარგეს. ღვაჩლიანი პირველსავე მეტოქესთან – ფრანგ სერჟ ვილნევ დევილთან დამარცხდა. ახალკაცმა კი ჩემპიონატი იაპონელი ტარანოსუკე ბანდოს იპონით ძლევით გახსნა და მეორე წრეში იპონითვე წააგო ყაზახ სერიკბოლსინ შინტასთან.

ამაღამ მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში 90 და +90 კილოგრამებში, ხოლო გოგონებში – 70 და +70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე - 90 კგ), ალექსი სვიანაძე, ლევან ჭელიძე (ორივე - +90 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (117)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:22 | 13.08.2017
გარეჯი (2892)

რა წილისყრაა გუნდურში რა არი ეს ყველა მაგარი ერთ მხარეს რო არი

02:15 | 13.08.2017
mamuka-25 (262)

რა დააყუდა კორეელმა ბაბაიანი

02:15 | 13.08.2017
Socrates (487)

ეგრე რა ეს ბაბაიანი მიაბაბაიანეს

02:02 | 13.08.2017
Socrates (487)

დღეს ერთადერთი ბაბაინი მინდა კორეელმა გააგოროს

01:59 | 13.08.2017
Socrates (487)

დღეს ნაღდად არ იყო ჩვენი დღე

01:58 | 13.08.2017
Socrates (487)

როცა ძალები ჰქონდა არ გააკეთებინა გდება. აშკარად ეტყობოდა წელი აწუხებდა და თან გადაღლილი იყო, მაგრამ მაინც უნდა მოეგო ამ ხორვატისთვის. მაგრამ რას იზამ. ამას ვერ წარმოვიდგენდი. მეგონა თავისუფლად დააგდებდა

01:56 | 13.08.2017
Socrates (487)

ტაქტიკურად აჯობა ხორვატმა

01:56 | 13.08.2017
Socrates (487)

დაიღალა

01:56 | 13.08.2017
mamuka-25 (262)

რა დაემართა ხომ არ იცით????????????????

01:47 | 13.08.2017
b.g (933)

მიდი სოფო ამ შუაღამეს არ დაგაღალატო.....სიხარულით დავიძინო მინდა ოოოო

01:41 | 13.08.2017
boloka (576)

რავი არ არიო რთული ტრავმა///ვნახოთ

01:42 | 13.08.2017
b.g (933)

ხოდა მიბაძოს სოფოს...2 უძლიერესი ტურნირია წელის ტრავმით ჭიდაობს

01:35 | 13.08.2017
b.g (933)

იაპონელი როგორ დამარცხდა....საღოლ რუმინეთი

01:42 | 13.08.2017
b.g (933)

აი რატო არ უნდა მოდუნდე

01:19 | 13.08.2017
boloka (576)

შავდათუაშვილს ტრავმა აუკიდებია...

01:21 | 13.08.2017
b.g (933)

ხოო არა............ანუ დასრულდა მაგის მსოფლიო წელს?

01:25 | 13.08.2017
b.g (933)

ცუდია მაი ამბავი

01:07 | 13.08.2017
b.g (933)

თურქებთან არ უნდა ვაგებდეთ რა....

01:07 | 13.08.2017
boloka (576)

ხორვატებო ძაან ოხერი ერია/// მარა ჩვენმა უნდა მოიგოს!!

01:04 | 13.08.2017
federer (17) (11310)

ჯამში ცუდი ტურნირი არ გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა და იმედია ოქროთი დავხურავთ

01:06 | 13.08.2017
b.g (933)

ბიჭებს უნდა ექნათ რამე.....ბახბახაშვილი დამენანა

01:04 | 13.08.2017
b.g (933)

სოფოზე ტიტულოვანი ვერაა ხორვატი......უნდა მოვიგოთ

01:03 | 13.08.2017
federer (17) (11310)

რას ვიზამთ ასე მოხდაა
მომავალი წი აქვთ ამ ბიჭებს და თუ მოინდომებენ შედეგებსაც დადებენ და იმედია მაძღარაშვილები არ იქნებიან ეგენიც და ცოტა წონას გაუწევენ კონტროლს

01:05 | 13.08.2017
b.g (933)

ხაშლამა იგულისხმე ხო....იმედია

01:01 | 13.08.2017
federer (17) (11310)

ან მეორემ იმ სოკოსავით თურქთან როგორ წააგოო

01:00 | 13.08.2017
JuveSerenaForEver (12)

სოფომ მოიგო! წარმატებები ფინალში

01:02 | 13.08.2017
federer (17) (11310)

იმედია ეგ გამოგვისწორებს ხასიათს

01:00 | 13.08.2017
mamuka-25 (262)

დღეს კაცების უსუსურობის დღე იყო

01:00 | 13.08.2017
federer (17) (11310)

რა უაზროდ წააგო იმ ზანგთან

00:59 | 13.08.2017
b.g (933)

ბრინჯაო ვერაოოო

00:58 | 13.08.2017
b.g (933)

ორივემ ერთ დროს გაუშვა ვაზარი

00:58 | 13.08.2017
b.g (933)

ეხ ჭელიძე

00:56 | 13.08.2017
federer (17) (11310)

რამხელაა ეგ ზანგიი

00:55 | 13.08.2017
federer (17) (11310)

რამხელა საათობრივი სხვაობა გვაქვს
ხვალ ადრე უნდა ავდგე დილით, მაგრამ როდესაც რაიმე სპორტული ღონისძიებაა ვერაფრით ვერ ვიძინებ ხოლმეე

00:57 | 13.08.2017
b.g (933)

მეც მასე ვარ

00:54 | 13.08.2017
b.g (933)

დღეს მჯერა სოფო მოიგებს

00:54 | 13.08.2017
b.g (933)

აი აქტიურობამ და აგრესიულმა დაწყებამ რა იცის.....კაია ენერგია დარჩა........ეგეც შენი 1 ნომრად განტესისი ტუნისელი

00:53 | 13.08.2017
federer (17) (11310)

ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩაა

00:28 | 13.08.2017
boloka (576)

http://judolive01.lb.judobase.org/live/

00:30 | 13.08.2017
JuveSerenaForEver (12)

მადლობა

00:08 | 13.08.2017
JuveSerenaForEver (12)

სად უყურეთ ტრანსლაციებს?ვინმეს შეუძლია ლინკი მომცეს?

00:30 | 13.08.2017
boloka (576)

რჩეულში შეაგდე აქაა ყოველთვის

22:42 | 12.08.2017
giorgi909 (962)

ჭელიძე ძაან ძლიერ კორეელს ხვდება ეხლა ბაბაიანიც ძაან ძლიერია

21:54 | 12.08.2017
ჯაშიაშვილი (116)

დღეს ემიგრანტი სომხები ყავს ალექსის მენიუში? ის ავსტრალიელიც სომეხი ყოფილა) ერთი ეგ ბაბაიანიც მიაყოლე რუსულ დროშას რომ ამოფარებია

21:27 | 12.08.2017
b.g (933)

მოკლედ სოფოს ოქრო გვინდა....ლევანის და ალექსას 2 ბრინჯაო და გუნდური პირველი

21:23 | 12.08.2017
sanzona (604)

მაგარი გოგო გვყავს სოფო ევროპაც წელის ტრავმით მოიგო

21:29 | 12.08.2017
b.g (933)

მარიამი და სოფო,ძიუდოს მომავალი და იმედი

21:20 | 12.08.2017
boloka (576)

12 ზე დაწყება ხო

21:23 | 12.08.2017
mamuka-25 (262)

კი 12-ზე

21:19 | 12.08.2017
mamuka-25 (262)

წესით აფრიკის ჩემპიონს კი უნდა მოუგოს ნახევარფინალი

21:20 | 12.08.2017
b.g (933)

იმედია

21:17 | 12.08.2017
mamuka-25 (262)

ეგრე რა შე ქალო!

21:17 | 12.08.2017
Socrates (487)

წელი ტკივა ეტყობა ტრამვით ჭიდაობს. მაგარია ძალიან. ფაქტიურად ნახევარფინალი ფინალი ვინც იგებს ის ხდება ჩემპიონი

21:20 | 12.08.2017
b.g (933)

კი ტრავმა ქონდა ამის წინა ტურნირზეც მასე იჭიდავა

21:17 | 12.08.2017
b.g (933)

ეგეც შენი ძლიერი ტაკო კრუზი

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.136049