სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:53 | 12.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

12 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1944- დაიბადა ომარ ფხაკაძე. ქართველი ველოსიპედისტი. გამოდიოდა სპრინტში. მსოფლიოს 1965 წლის ჩემპიონი. სამი ოლიმპიადის მონაწილე. 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. 1968 წლის ოლიმპიადაზე გავიდა მეოთხე ადგილზე, 1964-ის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალამდე გააღწია. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ათგზის გამარჯვებული და თასის ოთხგზის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს (1966), მედლების მფლობელი. საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი. ჰიტში 200 მეტრზე სვლით დამყარებული აქვს მსოფლიოს ორი რეკორდი. დასახელებული იყო საქართველოს და საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად (1965). 1986-93 წლებში იყო საქართველოს ველოსპორტის პრეზიდენტი. ომარ ფხაკაძე 1993 წელს გარდაიცვალა. მისი სახელი მინიჭებული ჰქონდა თბილისის ცენტრალურ ველოდრომს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1896- ჰოლანდიის ქალაქ ტილბურგში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ვილემ II”.

1904- რიო დე ჟანეიროში დაარსდა საფეხბურთო გუნდი “ბოტაფოგო”. რიოს შტატის მრავალგზის ჩემპიონი. 1995 წელს გახდა ბრაზილიის ჩემპიონი, 1968 წელს კი მოიპოვა ქვეყნის თასი. გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს გარინჩა, დიდი, კარლოს ალბერტო, ალემაო, ამარილდო, ბებეტო, ბრიტო, ჟაირზინიო, გერსონი, ჟაირი, ჟოსიმარი, ლეონიდასი, ნილტონ სანტოსი, ზაგალო იცავდნენ. ბრაზილიის ნაკრებში “ბოტაფოგოს” 97 ფეხბურთელი იყო მიწვეული, რომელთაგან 46-მა მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზა. გუნდი თამაშობს ჟოაო აველანჟის სტადიონზე, რომელიც 45 ათას მაყურებელს იტევს.

1928- ამსტერდამში თანამედროვეობის მეცხრე ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 46 ქვეყნის 2884 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (22 ოქრო, 18 ვერცხლი, 16 ბრინჯაო), მეორეზე გერმანელი ათლეტები აღმოჩნდნენ (10, 7, 14). მესამე საფეხური კი, ფინეთის წარგზავნილებმა დაიკავეს (8, 8, 9).

1936- ბერლინის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას წყალში მხტომელმა მარჯორი ჯერტრინგმა ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურ ჩემპიონად მოგვევლინა. იმ მომენტისთვის ჯერტრინგი 13 წლისა და 268 დღის ასაკისა იყო. არაოფიციალური მონაცემით კი, 1900 წელს, პარიზის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ნიჩბოსანთა ასპარეზობა 10 წლის უცნობმა ბიჭუნამ მოიგო.

1960- ამერიკელმა მძლეოსანმა რალფ ბოსტონმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8 მეტრი, 21 სანტიმეტრი). მანამდე, 25 წლის განმავლობაში, საუკეთესო შედეგი ლეგენდარულ ჯესი ოუენსს ჰქონდა.

1969- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი სარეკორდო თანხად გაიყიდა. “ბოსტონ სელტიკსი” ექვს მილლიონ დოლარად შეიძინეს.

1983- ავტოკატასტროფაში დაიღუპა იტალიელი საფეხბურთო ფუნქციონერი არტემიო ფრანკი. იგი ათი წლის განმავლობაში უეფას პრეზიდენტი იყო.

1984- კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში, თანამედროვეობის ოცდამესამე ოლიმპიადა საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 140 ქვეყნის 6802 სპორტსმენმა მიიღო. ლოს ანჯელესში არ უასპარეზიათ სოციალისტური ბანაკის წარმომადგენლებს (იუგოსლავიისა და რუმინეთის გარდა). არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (83 ოქრო, 61 ვერცხლი, 31 ბრინჯაო), მეორეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ათლეტები აღმოჩნდნენ (17, 19, 23), მესამე საფეხური კი, რუმინეთის სპორტსმენებმა დაიკავეს (20, 16, 17).

1986- თბილისის “დინამომ” უნგრული საფეხბურთო ტურნეს მსვლელობისას, ბუდაპეშტის “ჩეპელს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ნუკრი კაკილაშვილმა და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, მიქაბერიძე, მახარაძე, გოგრიჭიანი (კაკილაშვილი), არზიანი, ჯოხაძე (ცვეიბა), სვანაძე, სულაქველიძე, გურული (ცაავა), ჩელებაძე (უგრელიძე), მესხი. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

2004- თბილისის “დინამომ,” უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, პრაღის “სლავიასთან” 1:3 წააგო. დინამოელთაგან გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა. თამაში პრაღაში ჩატარდა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა.

2005- ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სიმაღლეზე ჭოკით რუსმა მხტომელმა ელენა ისინბაევამ 501 სმ-ზე გადებული თამასა გადალახა და ლონდონში მისსივე მიერ ორი კვირის წინ დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

2008- პეკინის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირზე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ტურნირის მასპინძელს ჩინეთს დამატებით დროში 85:75 მოუგო.

2009- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მალტაში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან 0:2 წააგო. საქართველოს ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1929- ჩარლზ მური. ამერიკელი მძლეოსანი. 110 და 400 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.

1940- კრუჟი. 1959-70 წლებში ლისაბონის “ბენფიკას” მცველი. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი. რვაჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ოთხჯერ ფლობდა ქვეყნის თასს.

1944- ომარ ფხაკაძე. ქართველი ველოსიპედისტი. გამოდიოდა სპრინტში. მსოფლიოს 1965 წლის ჩემპიონი. სამი ოლიმპიადის მონაწილე. 1972 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. 1968 წლის ოლიმპიადაზე გავიდა მეოთხე ადგილზე, 1964-ის ოლიმპიადაზე მეოთხედფინალამდე გააღწია. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ათგზის გამარჯვებული და თასის ოთხგზის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს (1966), მედლების მფლობელი. საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი. ჰიტში 200 მეტრზე სვლით დამყარებული აქვს მსოფლიოს ორი რეკორდი. დასახელებული იყო საქართველოს და საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად (1965). 1986-93 წლებში იყო საქართველოს ველოსპორტის პრეზიდენტი. ომარ ფხაკაძე 1993 წელს გარდაიცვალა. მისი სახელი მინიჭებული ჰქონდა თბილისის ცენტრალურ ველოდრომს.

1950- ალეკსანდრ სიდელნიკოვი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის “კრილია სოვეტოვის” მეკარე. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1973 და 1974 წლებში გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. 1974 წელს მოიპოვა საკავშირო ჩემპიონობა.

1951- კლაუს ტოპმიოლერი. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. მოთამაშის კარიერა: 1970-72: “აინტრახტი” (ტრირი). მეორე ბუნდესლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი. 1972-80: “კაიზერსლაუტერნი”. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი (108 გოლი, 208 მატჩში). “კაიზერსლაუტერნის” მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. 1980-82: “დალას ტორნადო” (აშშ). სამხრეთ დივიზიონის ჩემპიონი. სამხრეთ დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. გერმანიის ნაკრები: 3 მატჩი, ერთი გოლი (ესპანეთთან, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა). სამწვრთნელო კარიერა: 1984-89 (“ზალმრორი” გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა); 1989-91 (“აუე”); 1991-93 (“ვალდჰოფი”); 1993-94) (“აინტრახტი,” ფრანკფურტი); 1994-99 (“ბოხუმი”); 1999-2001 (“ზაარბრუკენი,” გუნდი მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა); 2001-03 (ლევერკუზენის “ბაიერი,” გუნდს ბუნდესლიგის ვერცხლის მედალი მოაპოვებინა, გერმანიის თასის გათამაშებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გაიყვანა, აღიარეს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად); 2003-05 (“ჰამბურგი”).

1951- ეკტორ როდრიგესი. კუბელი ძიუდოისტი. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1960- გიორგი მშვენიერაძე. საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” ცენტრფორვარდი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ლეგენდარული ქართველი წყალბურთელის, პეტრე მშვენიერაძის ვაჟი.

1961- ტატიანა დოროვსკიხი. საბჭოთა მძლეოსანი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1987 და 1991 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1962- ნანა კიკილაშვილი. ქართველი აკრობატი. 1980 წელს გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. 1981 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. 1979, 1980 და 1981 წლებში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1980, 1981 და 1982 წლებში დაეუფლა საკავშირო თასს. 1979 წელს მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა ახალგაზრდებს შორის. ნანა კიკილაშვილი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატია.

1964- ჩიკი ბეგირისტაინი. ესპანეთის ნაკრების, “რეალ სოსიედადის”, “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” ფორვარდი. ეროვნებით ბასკი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ბარსელონელთა რიგებში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა (1992) და თასების (1989) და ოთხჯერ ჩემპიონობა (1991, 1992, 1993, 1994). “სოსიედადისა” და “ბარსელონას” რიგებში მოგებული აქვს “სამეფო თასი”. სამივე კლუბში მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი.

1964- გოჩა გოგრიჭიანი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოს”, სოხუმის “დინამოსა” და “ცხუმის”, სოჭის “ჟემჩუჟინას”, კვიპროსის “ომონიასა” და “ნეა სალამინას” ფორვარდი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 9 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1967- ემილ კოსტადინოვი. 1988-98 წლებში ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. 1998 წლის მუნდიალის მონაწილე. ბულგარეთის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 26 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა სოფიის ცსკაში, “პორტოში”, “დეპორტივოში”, “ბაიერნში”, “ფენერბახჩეში”, მექსიკის “ტიგრესში”, “მაინცში”. “ბაიერნთან” ერთად 1996 წელს უეფას თასი მოიპოვა. მოპოვებული აქვს ბულგარეთის (სამჯერ) და პორტუგალიის (ორჯერ) ჩემპიონობა, ესპანეთის თასი. 1993 წელს დაასახელეს ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1971- პიტ სამპრასი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი. 14-ჯერ მოიგო “დიდი სლემის” ტურნირები. უიმბლდონის ტურნირის შვიდგზის გამარჯვებული (1993, 1994, 1995, 1997, 1998, 1999, 2000). ხუთჯერ გაიმარჯვა აშშ-ის ღია პირველობაზე (1990, 1993, 1995, 1996, 2002) და ორჯერ ავსტრალიის ღია ჩემპიონატი (1994, 1997). კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 43 მილიონ 280 489 დოლარი.

1972- გურამ მჭედლიძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (74 კგ) ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 1995-99 წლებში გამოდიოდა უკრაინის სახელით.

1975- მიხეილ ფოცხვერია. საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ყოფილი ფორვარდი. ჩვენს ეროვნულ გუნდში ჩატარებული აქვს ოთხი შეხვედრა. გამოდიოდა უკრაინულ კლუბებში.

1983- კლებერი (კლებერ ჯამომაცე დე სოუზა ფრეიტასი). “სან პაულოს”, კიევის “დინამოს”, “პალმეირასის”, “კრუზეიროს” ფორვარდი. 2003 წელს გახდა ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი. უკრაინის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. სან პაულოსა და მინას ჟერაისის შტატების ჩემპიონი.

1990- მარიო ბალოტელი. იტალიის ნაკრების, მილანის “ინტერის”, „მანჩესტერ სიტის“, „მილანის“, „ლივერპულის“ ფორვარდი. ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი (2010). იტალიის ჩემპიონი (2008, 2009, 2010). ქვეყნის თასის (2010) და სუპერთასის (2008) მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113185
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X