ფეხბურთი

19:37 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრესპო: “პრემიერლიგას “მანჩესტერი” მოიგებს”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ფორვარდმა, არგენტინელმა ერნან კრესპომ პრემიერლიგაზე, ინგლისის ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზემოხსენებული ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა.

“ვფიქრობ, “მანჩესტერის” დრო დადგა, რადგან “წითელ ეშმაკებს” მსოფლიოში ერთ-ერთო საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. მან მრავალ კლუბში დაწერა ისტორია. შეგვიძლია გავიხსენოთ “პორტუ”, “ინტერი” და ამის გაკეთებას ახლა “იუნაიტედშიც” ეცდება.

ასახსნელად ძნელია, თუმცა როდესაც ჟოზე მოურინიუ შენი მწვრთნელია, გრძნობ, რომ შენც საუკეთესო ხარ. ის განსხვავებულია კამერების წინ და მათ მიღმა. ჩემთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა.

“მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი” – ახლა საუკეთესო მწვრთნელები პრემიერლიგაში არიან. ანტონიო კონტე, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, ჟოზე მოურინიუ... “ტოტენჰემსაც” კარგი მწვრთნელი ჰყავს მაურისიო პოკეტინოს სახით, თუმცა, მას რაღაც აკლია.

თავდამსხმელებს შორის ჰარი კეინი საუკეთესოა, მაგრამ პირადად ჩემთვის – რომელუ ლუკაკუ. მან გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ახლა მინდა, დაამტკიცოს, რომ მართლაც იმსახურებს ჩვენს სიმპათიებს.

ვფიქრობ,მომავალ პრემიერლიგას “მანჩესტერი” მოიგებს”, - თქვა კრესპომ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის ჩემპიონატის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111948