ფეხბურთი

18:46 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: “კოშტას შეცვლა ადვილი არ იქნება”

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა სინანულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ “ლურჯებმა” დიეგო კოშტა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს. როგორც ლამპარდმა თქვა, ბრაზილიელის შეცვლა რთული იქნება.

“მე კოშტას დიდი გულშემატკივარი ვარ ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. მას შეტევაში მომენტების შექმნა და კარგად თამაში შეუძლია. მისი შეცვლა ადვილი არაა. მიუხედავად იმისა, რომ მორატა ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვფიქრობ,დიეგო კოშტა სხვა დონისაა. არმგონია, კლუბში პრობლემებს მხოლოდ დიეგო ქმნიდეს”, -უთხრა BT Sport-ს ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი 2001-2014 წლებში თამაშობდა “ჩელსიში”. ამ ხნის განმავლობაში 39 წლის ფეხბურთელმა 429 მატჩი ჩაატარა და 147 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107796