ფეხბურთი

16:04 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოუტინიო “ლივერპულში” რჩება

ინგლისურმა “ლივერპულმა” ოფიციალურად განაცხადა, რომ 25 წლის ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო არ იყიდება, და ამით მოთამაშეზე აგორებულ ყოველგვარ ჭორებს ბოლო მოეღო.

“ამას ვადასტურებ, რათა შეწყდეს ყოველგვარი ვარაუდი კოუტინიოს სხვა ნებისმიერ გუნდში გადასვლის თაობაზე. მისი გაყიდვის თემა არ განიხილება, ბრაზილიელი “წითლების” საკუთრებაში რჩება”.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ბარსელონას” წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავდნენ ინგლისურ კლუბთან. კატალონიელები ცდილობდნენ, ტრანსფერი 12 აგვისტომდე განეხორციელებინათ, რათა ფილიპეს მონაწილეობა მიეღო ესპანეთის სუპერთასის მატჩებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124689