თამაშგარე

11:24 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაურა, ნეიმარი და ბოსტანში გაგორებული კომბოსტო

ახლა გაგანია XXI საუკუნეა ჩამომდგარი და ცხადია, რაინდობისა და თეთრი ცხენების ჭიხვინის ჟამი წარსულშია დარჩენილი. არც ბრაზილეული ნეიმარი ჰგავს XV საუკუნის რაინდს, მაგრამ ეს ყველაფერი „უმნიშვნელო“ ამბავია, როდესაც მშვენიერ ასულს გული სულ სხვანაირად უძგერს...

მშვენიერმა პარიზელმა მოდელმა ლაურა ტანგუიმ ერთი ყური მოჰკრა თუ არა, ბრაზილიელი სუპერმეგოლე ნეიმარი ჩვენსა მოჰყავთო, წამსვე სიხარულით კამარა შეჰკრა და განაცხადა, რომ უწინამც სული შეეხუთება და მუხლი მოეკვეთება, ეს ოკენისგაღმელი „რაინდი“ მასზე თუ არ გაიბოტიტნებს.

ჩვენ არ ვიცით, მშვენიერი ლაურა ნეიმარში გადახდილმა 222 მილიონმა ევრომ უფრო მოხიბლა, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელის შავტუხა სახემ,მაგრამ ფაქტია, რომ დამდგარა და იძახის, - მე ქალი არ ვიყო, ნეიმარი პარიზის მრავლისმნახველ მიწაზე სიყვარულის ქარცეცხლში თუ არ გავხვიო და ბოსტანში გაგორებულ კომბოსტოს თუ არ დავამსგავსოო. ვნახოთ, ბატონო, ვნახოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122798