სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

8:19 | 11.08.2017 | ნანახია 584 - ჯერ

11 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1979 - თბილისის “დინამომ” თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა საბჭოთა თასი. ფინალში მან მოსკოვის “დინამოს” მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში 5:4 მოუგო (მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა). მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე თამაშს 65 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი (ნუკრი კაკილაშვილი), ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე (დავით ყიფიანი), ვლადიმერ გუცაევი, გოჩა მაჩაიძე, რამაზ შენგელია. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ბურთები მანუჩარ მაჩაიძემ, ჩივაძემ, დარასელიამ, შენგელიამ და სულაქველიძემ გაიტანეს. ოთარ გაბელიამ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვალერი გაზაევს აუღო. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1928- ინგლისელი ჯორჯ რონსი, ველოსპორტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1928- მოსკოვში, საბჭოთა კავშირის ხალხთა პირველი სპარტაკიადა გაიხსნა.

1948- ლონდონში, თანამედროვეობის მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 59 ქვეყნის 4092 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (40 ოქრო, 19 ვერცხლი, 17 ბრინჯაო), მეორე საფეხური შვედმა ათლეტებმა დაიკავეს (16, 11, 17), მესამეზე კი, ფრანგი სპორტსმენები აღმოჩნდნენ (10, 6, 13).

1949- ჯოვანი გამბიმ პირველად მოახერხა ნეაპოლიდან კუნძულ კაპრიმდე 17 მილის (27 კილომეტრი) გადაცურვა.

1955- სერ ალფ რამსეი ინგლისის ფეხბურთელთა კლუბ “იფსვიჩ თაუნის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იმხანად გუნდი მესამე დივიზიონში ასპარეზობდა. რამსეის წინამძღოლობით იფსვიჩელები ჯერ მეორე ლიგაში გადავიდნენ, შემდეგ პირველში და სადებიუტო სეზონშივე პირველობა მოიპოვეს. 1963 წელს ალფ რამსეი ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდს 1966 წლის მუნდიალი მოაგებინა.

1962- თბილისის “დინამოში” გერმანიაში ტურნეს დროს, “კარლსრუესთან” 1:1 ითამაშა. “დინამოელთაგან” გოლი ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანა. მატჩი კარლსრუეში ჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ჩოხელი, ზეინკლიშვილი, გ. სიჭინავა, დათუნაშვილი, იამანიძე, კალოევი (ხუნდაძე), ბარქაია, მესხი (მელაშვილი). გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1979- თბილისის “დინამომ” თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა საბჭოთა თასი. ფინალში მან მოსკოვის “დინამოს” მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში 5:4 მოუგო (მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა). მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე თამაშს 65 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი (ნუკრი კაკილაშვილი), ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ ქორიძე (დავით ყიფიანი), ვლადიმერ გუცაევი, გოჩა მაჩაიძე, რამაზ შენგელია. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ბურთები მანუჩარ მაჩაიძემ, ჩივაძემ, დარასელიამ, შენგელიამ და სულაქველიძემ გაიტანეს. ოთარ გაბელიამ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვალერი გაზაევს აუღო. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1979- უკრაინის საჰაერო სივრცეში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა ტაშკენტის “ფახთაქორის” საფეხბურთო კლუბის 17 წევრი.

1984- ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალში ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებთა შეხვედრას 101 799 მაყურებელი დაესწრო. მატჩი ფრანგებმა 2:0 მოიგეს და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. გოლები ბრისონმა და კსერებმა გაიტანეს.

1984- კარლ ლუისმა ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ჯესი ოუენსის რეკორდი გაიმეორა და მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

1988- აშშ-ის ქალაქ შარლოტში სპორტული არენა “შარლოტ კოლიზეუმი” გაიხსნა. ამ სარბიელზე ასპარეზობს ადგილობრივი კლუბი, “ბობქეთსი”.

2004- მუხლის ტრავმის გამო სერენა უილიამსმა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2005- დიეგო არმანდო მარადონამ, არგენტინის ტელევიზიაში დაგეგმა სატელევიზიო პროექტი, რომლის წამყვანიც თავად იქნებოდა. 1986 წლის მუნდიალის ტრიუმფატორის პირველი სტუმარი პელე იყო.

2010- საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A შესარჩევ ჯგუფში, თბილისში პორტუგალიას 73:57 სძლია და საკვალიფიკაციო ციკლში მეორე გამარჯვება იზეიმა.

2012- ლონდონის ოლიმპიური თამაშების თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ტურნირზე დავით მოძმანაშვილმა ვერცხლის, დავით მარსაგიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1778- ფრიდრიხ ლუდვიგ იანი. გერმანელი სპორტსმენი. ტანვარჯიშის ცალკეული ელემენტების გამომგონებელი.

1900- ჩარლზ უილიამ პედოკი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 და 200 მეტრზე რბენაში 1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1931- გენრიხ სადორენკოვი. შაიბიან ჰოკეიში 1954 და 1956 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1954, 1955, 1956, 1958, 1960). 1960 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1938- დავით დავითაია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. იტალიის, რუმინეთის, თბილისის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. იყო საქართველოს ნაკრების (1976-86), ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების მთავარი მწვრთნელი, საბჭოთა კავშირის მწვრთნელი საქართველოდან (1976-86). სიდნეის ოლიმპიური თამაშების წინა პერიოდში ავარჯიშებდა აშშ-ის ნაკრებს (2000). მისი აღზრდილები არიან: იოსებ ბერიშვილი, თენგიზ თედორაძე, ნიკოლოზ ბაბიაშვილი, ბადრი ხასაია, პაატა ბიწაძე, გიორგი ჯობავა. სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი. დავით დავითაია ღირსების ორდენის კავალერია.

1947- სერგეი კოვალენკო. ქართული საკალათბურთო სკოლის აღზრდილი. კოვალენკოს პირველი მწვრთნელი მიხეილ კეკელიძე იყო, რომელიც მოგვიანებით თბილისის “ბურევესტნიკის” (მოგვიანებით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდი) მთავარი მწვრთნელი გახლდათ და კოვალენკოც 1970 წლამდე ამ გუნდში თამაშობდა. შემდეგ სერგეი კოვალენკო კიევის “სტროიტელისა” და მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა. იგი 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონია. 1968 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ევროპის 1969 წლის ჩემპიონი. სერგეი კოვალენკო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულს არაერთხელ ფლობდა. იგი ამპლუით მეფარე გახლდათ (214 სმ). კოვალენკო 2005 წელს გარდაიცვალა.

1947- თეოდორუს “თეო” დე იონგი. ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 15 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოპოვებული აქვს ჰოლანდიის ჩემპიონობა.

1947- არკადი ანდრეასიანი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და ერევნის “არარატის” ნახევარმცველი. იყო ერევნელთა კაპიტანი. 1973 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და თასი. 1975 წლის საკავშირო თასის მფლობელი. სსრკ უმღლესი ლიგის ჩემპიონატებში ჩაატარა 242 მატჩი, გაიტანა 61 გოლი.

1953- ჰალკ ჰოგანი. ამერიკელი პროფესიონალი მოჭიდავე. WWF ვერსიით 1984-89 წლებში სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1960- სერგეი კრაკოვსკი. 1980-91 წლებში დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” მეკარე. მოპოვებული აქვს საკავშირო ჩემპიონობა (ორჯერ) და თასი.

1966- ენტონი ნაიჯელ მარტინი. ინგლისის ნაკრების, “ბრისტოლ როვერსის”, “კრისტალ პალასის”, “ლიდსისა” და “ევერტონის” მეკარე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი. ინგლისურ პრემიერლიგაში იასპარეზა 666-ჯერ. 16 წლამდე იყო ნახევარმცველი, როცა გუნდის მეკარის ტრავმის გამო ადგილი კარში დაიკავა და მას შემდეგ გოლკიპერობა ამჯობინა.

1980- დავით მარგოშვილი. ძიუდოისტთა შორის (60 და 66 კგ წონითი კატეგორია) ევროპის ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის მედლის მფლობელი (2001, 2003), ევროპის ჩემპიონი (2003) და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002) გუნდურ ასპარეზობაში, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1998), 2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაში). დავით მარგოშვილი მკვლელობის ბრალდებით იხდის სასჯელს.

1983- კახა ალადაშვილი. საქართველოს ნაკრების, რუსთავის “გორდას,” ბოლნისის “სიონის,” თბილისისა და კიევის “დინამოს,” დნეპროპეტროვსკის “დნეპრის”, მახაჭყალის “ანჟის” ფეხბურთელი (ამპლუით მცველი, 180 სმ). 2004 წელს მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს შვიდი მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2003- ერბ ბრუკსი. შაიბიანი ჰოკეის ამერიკელი მწვრთნელი (დაიბადა 1937 წელს). მოთამაშეობისას მონაწილეობდა 1964 და 1968 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მისი ხელმძღვანელობით აშშ-ის ნაკრებმა სოლტ ლეიკ სიტის 1980 წლის ზამთრის თამაშებზე, ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2002 წლის ოლიმპიადაზე იყო აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა. 1998 წლის ზამთრის თამაშებზე იყო საფრანგეთის ნაკრების თავკაცი. საკლუბო დონეზე წვრთნიდა “მინესოტა ნორთ სტარზს,” “ნიუ ჯერსი დევილზსა” და “პიტსბურგ პინგვინზს”.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.081961