ფეხბურთი

21:12 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ამავი დაიმატა

"ასტონ ვილას" მარცხენა გარემარბი ჯორდან ამავი 2017/18 წლების სეზონს იჯარის წესით "მარსელში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ამავი "ნიცას" აკადემიის აღზრდილია და ინგლისურ გუნდში 2015 წელს გადავიდა. ბოლო ორ სეზონში ჯორდანმა პრემიერლიგასა და ჩემპიონშიფში 48 შეხვედრა ჩაატარა. 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

0.124903