ფეხბურთი

19:02 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა “ნაპოლი” უარით გაისტუმრა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა დენის სუარესმა ესპანეთის ლა ლიგიდან იტალიის სერია A-ში გადასვლა არ ისურვა და “ნაპოლის” უარი უთხრა.

იტალიური წყაროს ცნობით, ნეაპოლელებმა “ბლაუგრანას” 23 წლის შემტევ ნახევარმცველში 14 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ესპანელს კატალონიაში დარჩენა და იმის დამტკიცება სურს, რომ ის მზადაა პირველ გუნდში სათამაშოდ.

დენის სუარესის შეძენით იტალიური “რომაცაა” დაინტერესებული.

გასულ სეზონში სუარესმა 26 მატჩში ითამაშა, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113141