ფეხბურთი

17:26 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “კოუტინიო “ლივერპულისთვის" ფასდაუდებელია და არ იყიდება”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფელიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლას გამორიცხავს. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი მოთამაშე კლუბისთვის ფასდაუდებელია და მის გაყიდვას არ გეგმავს.

კოუტინიომ “წითლებთან” 2017 წლის იანვარში 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2022 წლამდე “ლივერპულის” საკუთრებაა.

ბოლო ინფორმაციით, “ბარსელონამ” ინგლისელებს 90,4 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა როგორც კლოპი ირწმუნება, გარიგება არ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109036