თამაშგარე

14:19 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნატალიას „მორალისტური ჭია“ ღრღნის

სადმე გსმენიათ, ახალგაზრდა რუს ქალს ეთქვას, მთავარი კდემამოსილება და სულიერი სისპეტაკეაო? ახალგაზრდულ ასაკს ხაზი სპეციალურად გავუსვით, რადგან, წლები რომ ემატებათ, რუსები კი არა, ჩვენებური ათას ტყეში გავლილი ქალბატონებიც ხშირად დიდი მორალისტები ხდებიან ხოლმე.

ფრენბურთის სამყაროში, რუსი სპორტსმენი, ნატალია გონჩაროვა (2012-2016 წლებში - ობმოჩაევა) მეტად ცნობილი ვინმეა, რადგან რუსეთის ნაკრებისათვის ჭეშმარიტად ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცოდა, რომ ამ ქალს მორალისტური ჭია ღრღნის და სულ იმას იძახის, რუს სპორტსმენ ქალებს ვინც სხვა თვალით უყურებს, ჩემი ნება რიმ იყოს, ერთ ადგილს მავთულხლართით შემოვუღობავო.

რუსს რომ მავთულხლართის გამოყენება არ გაუჭირდება - ეს ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, მაგრამ, ჩვენს „ტკბილ“ სამეზობლოში ამ ქალის ესოდენი „სისპეტაკე“ ძალიან აკვირვებთ რადგან, ქალბატონი ნატალია მესამედაა გათხოვილი და ქორწინების გარდა რაც უკეთებია - მის ჯანში იყოს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115007