ფეხბურთი

15:47 | 10.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ბუდებუზი დაიმატა

ფრანგული “მონპელიეს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რიად ბუდებუზი კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალჟირელი მოთამაშე “ბენიტო ვილამარინზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

“ბეტისმა” 27 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბუდებუზს ლიგა 1-ში დებიუტი 2008 წელს “სოშოს” რიგებში ჰქონდა, სადაც 2013 წლამდე ითამაშა და შემდეგ “ბასტიას” მიაშურა, რომელშიც ორი სეზონი გაატარა და 2015 წელს “მონპელიეს” რიგებში ჩაირიცხა. მას ჯამში ლიგა 1-ში 301 შეხვედრა დაუგროვდა და თავის გამოჩენა 45 გატანილი გოლით და 53 საგოლე გადაცემით მოახერხა.

რიადმა ალჟირის ნაკრების მაისურით პირველად 2010 წლის 27 მაისს ითამაშა და მას შემდეგ გამართულ 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114976