ფეხბურთი

21:30 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" დალბერტი გაიფორმა

ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი დალბერტ ენრიკე ჩაგას ესტევაო "ინტერში" ითამაშებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "ნიცას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მილანურ გუნდში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის სამხრეთამერიკელი მოთამაშე "ინტერმა" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. დალბერტი "ბარა მანსას" აღზრდილია. ბრაზილიელი ფრანგულ გუნდში "გიმარაეშიდან" 2016 წელს გადავიდა. გასულ სეზონში გარემარბმა 38 შეხვედრა ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113615