ფეხბურთი

11:54 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “ლივერპულს” კოუტინიოს თაობაზე სიტყვიერად შეუთანხმდა

კატალონიის “ბარსელონამ” “ლივერპულთან” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

ESPN-ს ინფორმაციით, გუშინ “ბლაუგრანას” წარმომადგენლებმა “წითლებთან” მოლაპარაკება გამართეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები 25 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსის სახით 30 მილიონს მიიღებენ.

ესპანეთში გადაბარგების შემთხვევაში კოუტინიო კატალონიელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135272