ფეხბურთი

1:34 | 9.08.2017 | ნანახია 4128 - ჯერ

"რეალის" ევროპის სუპერთასის მფლობელია (+VIDEO)

მადრიდის “რეალმა” სეზონი ტიტულით დაიწყო – ევროპის სუპერთასი “სამეფო კლუბმა” ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ მოიგო. სკოპიეში, ზინედინ ზიდანის გუნდმა ევროპა ლიგის გამარჯვებულ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად აჯობა.

პირველი ტაიმი ფეხბურთი ერთმა გუნდმა ითამაშა – ესპანელები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და შესაბამისად 24-ე წუთზე ლოგიკურიც იყო, რომ დანი კარვახალის დიდებული პასი კაზემირომ შეირგო და ანგარიშიც გაიხსნა. თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვინაიდან უეფას ტურნირებში ჯერჯერობით ვიდეო რეფერს არ გამოიყენებენ, გოლი ჩაითვალა. და მაინც, ეს ლოგიკური გახლდათ – “სამეფო კლუბი” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

მეორე ტაიმიც ასე დაიწყო – “რეალი” უტევდა, “იუნაიტედი” გააზრებულ ფეხბურთს ვერ თამაშობდა. სულ მალე ისკომ და გარეტ ბეილმა მარტივი, მაგრამ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ესპანელმა კი ახლო მანძილიდან სხვაობა გაზარდა – 2:0. თითქოს თამაშის ბედიც გადაწყდა, მაგრამ ზიდანის შეგირდები შეტევას აძლიერებდნენ და მესამეს გატანაც შეეძლოთ – ერთი ეგ იყო, ბეილმა ახლო მანძილიდან ვერ ივარგა და ხარიხას გაარტყა. საპირისპიროდ ჟოზე მოურინიოს გუნდს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ 62-ე წუთზე “მანჩესტერი” თამაშში დაბრუნდა. ნემანია მატიჩის შორეული გასროლა კეილორ ნავასმა ცუდად მოიგერია, ხოლო ცარიელ კარში რომელუ ლუკაკუმ შეაგდო. სხვათა შორის, მანამდე, ბელგიელმა მსგავს სიტუაციაში ვერ ივარგა და ცარიელ კარს ააცილა. აქვე გეტყვით, რომ ლუკაკუ რუუდ ვან ნისტელროის, ოლე გუნარ სოლსკიაერის, უეინ რუნისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა გოლი.

წინ “წითელ ეშმაკებს” 30 წუთი ჰქონდათ მეორე გოლის გასატანად და ცდა არ დაუკლიათ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანეს. ამასთან ყველაზე ახლოს მარკუს რეშფორდი გახლდათ, მაგრამ ნორჩმა ინგლისელმა პირისპირ ნავასს ვერ აჯობა. შეიძება ითქვას ამ ეპიზოდმა "მანჩესტერი" საბოლოოდ გატეხა, რადგან დარჩენილ 10 წუთში საგოლე მომენტი ვეღარ შექმნა. იტალიელი არბიტრის ჯანლუკა როკის დამატებულმა შვიდმა წუთმა კი ბურთის აქეთ-იქით გორაობაში განვლო და საბოლოოდ, გამარჯვება "რეალს" დარჩა - 2:1.

მადრიდის “რეალი” გახდა მესამე გუნდი ისტორიაში, რომელმაც უეფას ევროპის სუპერთასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. მანამდე იგივე 1972 და 1973 წლებში “აიაქსმა”, ხოლო 1989 და 1990 წლებში “მილანმა” მოახერხა. თავის მხრივ, ზინედინ ზიდანი არიგო საკის შემდეგ მეორე მწვრთნელია, ვინც ორჯერ მოიგო ეს ტიტული. აქვე გეტყვით, რომ ოფიციალურ შეხვედრებში მოურინიოსთვის “რეალი” დაუძლეველ ბარიერად დარჩა – 1 ფრე, 4 წაგება.

“რეალი” – “მანჩესტერი” 2:1 (1:0) VIDEO

სკოპიე, “ტელეკომ არენა”

მაყურებელი: 30 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო (ვასკესი 74), ბენზემა (რონალდუ 83), ბეილი (ასენსიო 74)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“მანჩესტერი” (3-5-1-1): დე ხეა; ლინდელოფი, სმოლინგი, დარმიანი; ვალენსია, ერერა (ფელაინი 56), მატიჩი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 46); მხითარიანი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 კაზემირო (24), 2:0 ისკო (52), 2:1 ლუკაკუ (62)

გაფრთხილება: კარვახალი (84), რამოსი (86) - ლინგარდი (42), რეშფორდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 13 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (33)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
04:12 | 10.08.2017
the mentalist (22570)

ვისრიალეთ შიგ მოურინიოშიიიიიი

23:09 | 09.08.2017
Big Z 27 (10)

მანჩესტერი კიდევ სულ მინიმუმ 3 სეზონი მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას ბობოლებს. გინდა ლუკაკუ მოიყვანე, გინდა იბრა და გინდა კანტონა დააბრუნე, ჩამოუყალიბებელი და გათიშული კრებულია. ზიდანმა ხო შეჭამა მოურინიო და ბლანკოსის ცენტრმა მანიუს ნახევარდაცვაც გადაყლაპა.ფერგიუსონის წასვლიდან 4 წელი გადის და "ემიუ" ისევ ბურანშია.

21:14 | 09.08.2017
centurioni (95)

1 კიარა 2 გოლი რომ არ ჩაეთველათ მაინც მოიგებდა რეალი

21:12 | 09.08.2017
centurioni (95)

რა 1-2 ამხანაგური თამაშს რამედ თვლიან უკვე სუპერთასზე ეზარებათ გოლი გატანა ორი ხარიხა იყო რომ სდომნოდათ 3-1 ქნ 4 მოიგებდნენ ასე რომ1 გოლს სდიოს მანიუ კი არ არი მკდარ პრემიერლიგასჰი ერთი გოლით რო ჩალიჩობნენ, მაგიტო მიიგეს 5 ადგილი

19:13 | 09.08.2017
centurioni (95)

როდესაც იხსენებთ რომ ბავარია რეალთან მსაჯებმა გააგდესო, იმასრატო აგარ ამბობთ რო ბავარიას 2 პენალტი დაუდეს პირველი კი მოგონილი იყო და ვრც გაიტანა ვიდამალმა.რეალს რომ მსაჯი დახმარებოდა ბაიერნის სასარგებლოდ პენალტს(2) დადებდა? თან ერთი ისეთი იყო რომ ათიდან 8 არ დანიშნავდა. ბაიერნის დედა რო კაცის გაგდების შემდეგ სამტრედიასავით ითამაშა მიუჰენში 10 ფეხბურთელით არ უნდა სჰეეძლოს გუნდს თუ გრანდია თამაში? მეოცე წუთზე რომ გაეძევებინათ 0-5 უდა წაეგოთ დ. მარა რეალივით ვერც ვერავინ თამასჰობს.

19:04 | 09.08.2017
drogba_ (10891)

კაზემირო მაგარი მყავს

19:19 | 09.08.2017
centurioni (95)

მალე იმასაც იტვიან კაზემიროს რკომენდატორი კოლინააოდდდ

18:57 | 09.08.2017
drogba_ (10891)

რა მსაჯებს აბრალებთ რეალმა ვერ ითამაშა კარგად თორე ცალი ფეხით მოუგებს იმხელა სხვაობა იყო მანჩესტერი არარის ჯერ იმ დონის გუნდი კონკურენცია გაუწიოს ის რეშფორდი კიდე ამხელა კლასის ფეხბურთელიაო მანჩესტერის ქომაგებს რო კითხო და ერთი ერთზე ვერ გაიტანა კაროჩე რა მაგრად ვღიზიანდები ეგეთ ფეხბურთელებზე ოდნავი კლასი რო არაქვთ ჯერ რა კუტხე აირჩია მარცხნივ რო დაერტყა იმხელა სივრცე იყო ვერანაირად ვერ შეძლებდა აღებას მეკარე ეს ფელაინიც კიდე არაფერი განსაკუთრებული ფეხბურთელი არარის არაა ეგ მანჩესტერის ყაიდის ფეხბურთელი

14:41 | 09.08.2017
cameleoni (265)

რეალმა მართლა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა, ბრმა უნდა იყო რომ ვერ ხედავდე. მაგრამ რეალის სასარგებლოდ რომ ცდებიან ხშირად მსაჯები (ევროტურნირებზე) ამის დაუნახაობაც სიბრმავის ნიშანია ჩემი აზრით...

14:32 | 09.08.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8395)

წელიწადნახევრის განმავლობაში ზიდანმა საოცრებები ჩაიდინა. თითქმის გარანტირებული აქვს ჩემპიონობა მოახლოებულ სეზონშიც, ამ გუნდს პრობლემებმოძალებული ბარსა ვერაფერს დააკლებს.
ერთადერთი რაც აქვს გასაიასნებელი, ისევ ბარსელონას უკავშირდება. ამ სეზონში სამაგალითოდ, მსოფლიოს დასანახად უნდა გააბახოს კატალონური ლურჯ-ბროწეულისფერი სექტა.
ოთხჯერ ხვდებიან კაკ მინიმუმ. უნდა ეცადოს და 2-ჯერ მაინც მსუყე ანგარიშით ამოტენოს, რომ ხმა აღარავის ჰქონდეს ამოსაღები. ეს სეზონი შესანიშნავი საშუალებაა ჯავრის ამოსაყრელად DDDDDDDD

14:56 | 09.08.2017
Rivaldo11 (57)

კორბენ ეგ უფრო შენი ოცნებაა ვიდრე რეალობა შენც ხო ხვდები მაგას

15:07 | 09.08.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8395)

ოცნებებიც სრულდება ხანდახან. იმედია ესპანეთის სუპერთასზევე დამარწმუნებს გენიოსი ქაჩალი ჩემი სიტყვების სისწორეში DDDDDDDD

14:05 | 09.08.2017
federerjamesliverpooldelpotro (5034)

ლუკაკუ რა ყ ეა ისე ვასკესმა რა ათრია ბოლოს ყ თა ჯოგი

13:46 | 09.08.2017
RMA...RMA (37)

მაურინიო ფეხბურთს და ფეხბურთელებს აფუჭებს ... და ეს ხისთავიანია თუ ხითარიან მაგარია

15:08 | 09.08.2017
Tifoz Di MALDINI (18488)

კი განსაკუთრებით იქ ივარგა ორ ფეხბურთელ შორის რო გაძვრა. შემდეგ სიომ დაუბერა და წაიქცა

13:25 | 09.08.2017
Tifoz Di MALDINI (18488)

გამიცრუვდა მოლოდინი. რატომღაც სასწაულ თამაშს ველოდი ვულოცავ რეალის ქომაგებს დამსახურებულ გამარჯვებას.

13:24 | 09.08.2017
bombora-bax (274)

აპელირება თამაშგარეებზე და მსაჯების შეცდომებზე თითიდან გამოწოვილ თემებზე რაღაც სასაცილო სკანდალებზე ვითომდა ფრანგი კომენტატორის ნათქვამები და ასე შემდეგ სისულელეა ისაუბრო უნდა სერიოზულად იმაზე რო დღეს მადრიდის რეალი მანჩესტერს ბევრად აღემატება ყველა კომპონენტში და ეს მატჩიდანაც გამოჩნდა ორი ძელი დე ხეას სეივები ბურთის ფლობა და თვალში საცემი ტექნიკური უპირატესობა რეალმა მოიგო დამსახურებულად და აქ კამათი უაზრობაა,მანჩესტერს ბევრი მუშაობა დასჭირდება დაუბრუნდეს მსოფლიო ფეხბურთის გიგანტების ადგილს,ასე რომ კაზემიროს თამაშგარე აქ მოსატანიც კიარაა

12:34 | 09.08.2017
levani82 (40247)

anna RAFA

მარი "მკვდარია" და ნოლე 2018 წელს ბრუნდება და ისიც არ ვიცით როგორ ფორმაში იქნება და მანამდე გაილარებთ. ფედე ხომ არ გაშინებს?

12:34 | 09.08.2017
giorgi-2017 (13)

2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამახსენდა,მაშინაც ასე დაჯაბნა ყველა კომპონენტში მანჩესტერი ბარსელონამ,ახლა რეალმა უქნა იმავე.ერთი ცხადია:დღეისათვის მანჩესტერი გრანდი აღარაა!ისევე,როგორც თუნდაც არსენალი და ინტერი.ასეთი შემადგენლობით და განსაკუთრებით დაცვითი ხაზით ეშმაკების მაქსიმუმი ლიგაზე 1/8 ფინალი იქნება,გააჩნია იქ ვინ შეხვდებათ.და კიდევ რა ლინგარდი და მხითარიანი ამ შეტევით აპირებს მანიუ ლიგაზე თამაშს?? რეალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ უძლიერესი ნახევარდაცვა ყავს და შეტევაშიც ბეილმა და ისკომ დაამტკიცეს მათი სათამაშო კლასი.

12:20 | 09.08.2017
anna RAFA (3514)

03:17 | 09.08.2017 levani82 (40027)
anna RAFA

ანი როგორ ხარ გოგო? რეალი ტიტულებს კრიფავს და კრიფავს არავისთვის ემეტება გოგო ეხლა რაც შეეხება შენს მეორე სფეროს ანუ ჩოგბურთს და რაფას ვგულისხმობ თქვენს ფანჯრებზე დადგა უკვე გაზაფხული. პირველი ჩოგნობაც ძაან ახლოს გაქვთ

-------------------------------------------------------------------------------------
არამიშავს ვარ რა,რაფიკა კი გახდება პირველი ნომერი მაგრამ რამდენად შეინარჩუნებს ეგ საკითხავია.

11:19 | 09.08.2017
Buratino (2689)

ესეც კიდევ ერთი ტიტული! ახლა ბარსას ძლევის და ესპანური სუპერთასის სუნი მცემს...

11:17 | 09.08.2017
dadado9 (14675)

თურმე რა მუქთა 2 კუში გვქონია და არ ვიცოდით

11:09 | 09.08.2017
RMA FANS (3560)

ვულოცავ ყველა მადრდიდისტას ესეც კიდევ ერთი ტიტულიი

11:16 | 09.08.2017
dadado9 (14675)

მალე კიდევ ერთი გაგვეფორმებინოს

10:56 | 09.08.2017
babuna18 (276)

აქ კიდევ ბარსას,რომ დაცინიან ,არადა ერთადერთი გუნდია ვინც აბახებს ეგრეთწოდებულ სამეფო გუნდს

15:47 | 09.08.2017
ფლიპი (2691)

რეალმა ყველაფერი მოიგო თავისი რეკორდებით და ბარსამ ვერაფერი და ვინაა გაბახებული იქნება მიხვდე ეხლა პლუს თუ ურთიერთშეხვედრებზეა ლაპარაკი შეხედე სტატისტიკას და ვის უფრო მეტი აქ მოგებული ნახავ,რეალი ისტორიულადაც და დღესაც ბარსაზე 1 თავით მაღლა დგას.

პ.ს ნეიმარი ბარსაში ყველაზე ნათელი წერტილი იყო და ისიც წავიდა...

13:39 | 09.08.2017
RMA...RMA (37)

დადგა მაგათი დროც ეხლა დასვენებულები და ეხლა ცალიათ ზუსტად ბარსელონასთვის.

11:26 | 09.08.2017
PAULINO (2572)

შენ ეგა სთქვი, კი ტიტული კარგია მაგრამ, ელ კლასიკოში წაგება მაინც მწარეა, ვერ ინელებენ, 2-3 წელია რაღაცა მოიჰეს და გამოძვრნენ სამალავებიდან, 2005 წლიდან 2015-ის ჩათვლით ბარსას ტიტულებს ითვლიდნენ, გაიხარონ ბავშვებმა იზეიმონ.

19:54 | 09.08.2017
centurioni (95)

რა ტიტულები აკრიფა ბარსამ 2007 08 ბარსა იყო ახლანდელი მილანივით 2008-ში ისე მოიტოვა რეალმა ლალიგაზე 20 ქულაზე მეტით და0-1 4-1 მოუგო მაშინ . 2008-09 სეზონიდანიყოძლიერი ბარსელონა2011მდე მერე 2012-13 რეალმა ყველგან მოუფგო 1-3 ასევე ბავარიამ 4-0 -3 ამასზე ამბობენ დ კი 2008-09 2011ქლებქმდე იყო მსოფლიოში საუკეთესო მარა მაშინ რეალი მაიც იყო ზლიერი გრანდი არ იყო ისეტი შედარება როგერც ახლა მილანი დაიუვეა ბოლო წლბში რეალი მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდია და ასევე ახლაც ამ 21-შიც

10:28 | 09.08.2017
Torres9 (12483)

ნამდვილი მონსტრი შექმნა ზიზუმ...კაზემირო ულაპარაკოდ N1 საყრდენია მსოფლიოში.

11:22 | 09.08.2017
Brazilian.Ronaldo (5735)

+10000000.

11:16 | 09.08.2017
dadado9 (14675)

ნამდვილად

10:20 | 09.08.2017
BEERTRANCE (94528)

ანგარიშის მიუხედავად კოჭებშივე ეტყობოდა მანიუს არაფრის გამკეთებელი რო იყო.

09:29 | 09.08.2017
lashamax (595)

ბარსას ფანებს მეტი რა დარჩენიათ თამაშგარეებზე, მსაჯებზე და კაშაებზე უნდა ილაპარაკონ.
შევიდეთ მათ მდგომარეობაში, ტიტულებს ეგენი ვეღარ იგებენ, ვარსკვლავი გაექცათ, ფინანსური პრობლემები, საკადრო პრობლემები, სუსტი მენეჯმენტი ))

09:22 | 09.08.2017
ეშლი იანგი (6243)

თამაშგარე იყო აშკარა ფოტოც მაქვს სადაც ჩანს კიდეც უბრალოდ მობილურით ვარ და ვერ ვლინკავ მარა ამ შედეგით იმსახურებდა მაინც მოგებას დაუნახავი არ ვარ გილოცავ რეალის ბალეშიკებს

09:19 | 09.08.2017
tomasz (896)

რომც ყოფილიყო რა რო? ;დ
რეალმა კდევ ერთი ტიტული დადო
მანჩესტერმა კიდევ ერთი "სანახაობრივი" მატჩი ჩაატარა ;დ
ისე მაგარი ცენტრია ერერა მატიჩი პოგბა ფანტაზიის ნატამალი რო ქონდეს რომელიმეს კაი იქნებოდა :დ

09:25 | 09.08.2017
ეშლი იანგი (6243)

შენ ისე გეტყობა ძაან არ გევასება ჩემი გუნდი მარა არაუშავს მიჩვეული ვარ აქ სრული უმეტესობა ეგრეა

10:51 | 09.08.2017
tomasz (896)

მართალი ხარ ძMაო არ მევასება ;დ
მარა იმედია შენ მაინც არ იტყვი ამის გამო პროვოკატორი ხარ ვიღაცაო ;დ
ისე ლივერპულის ფანს მანჩესტერი რო მევასებოდეს მაგარი შუტკა იქნებოდა ;დ

11:49 | 09.08.2017
ეშლი იანგი (6243)

ეგეც მართალია უბრალოდ არ ვიცოდი ლივეს ბალეშიკი თუ იყავი

08:39 | 09.08.2017
milanelli (473)

თამაშგარე იყო ნაღდად.რეთლს საღოლ ნაღდად,ეგ გრლი არაფერს წყვეტდა.მაინც მოიგებდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო მოენდომებინა 2-3 გოლს კიდე გაუტანდა.კლასში ვაან იგრძნობოდა სხვაობა

08:09 | 09.08.2017
N O D (722)

კიდე თუ იმაზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომ თამაშგარიდან გატანილით მოიგეს და ისე არ ეკუთვნოდათო აღარ ვიცი რა... ამ კომენტატორებს რაღა ჭირთ კიდე, ჯერ იყო და იწყება მადრიდის რეალის და ტურინის იუვენტუსის დაპირისპირებაო, მერე რეალი ჩემპიონთა ლიგის მფლობელია და მანჩესტერი უეფასიო, ეპიზოდების გარჩევა ხო საერთოდ რა...
მოკლედ რეალი ერთი თავით მაღლა იდგა და შედეგიც სახეზეა. თუ ტრავმები არ მოუმრავლდათ, წელსაც გაიწევენ ისევ ლიგაზე და სევილიასა და ევროპის ლიგის ვარიანტი იქნება

03:20 | 09.08.2017
levani82 (40247)

Brazilian.Ronaldo
galaqtiko

თამაშს პირველ არხზე თუ უყურეთ იუვენტუსთან სერხიო რამოსის "ინციდენტი" კიდევ ერთხელ ახსენეს და ამდენი ხანი გავიდა და დამნაშავედ ისევ სერხიო რამოსი გამოიყვანეს

03:17 | 09.08.2017
levani82 (40247)

anna RAFA

ანი როგორ ხარ გოგო? რეალი ტიტულებს კრიფავს და კრიფავს არავისთვის ემეტება გოგო ეხლა რაც შეეხება შენს მეორე სფეროს ანუ ჩოგბურთს და რაფას ვგულისხმობ თქვენს ფანჯრებზე დადგა უკვე გაზაფხული. პირველი ჩოგნობაც ძაან ახლოს გაქვთ

02:57 | 09.08.2017
vashla (994)

სადაოა თამაშგარე იყო თუ არა,მაგრამ რეალს რომ გოლი არჩაუტვალენ ის არ იყო თამაშგარე.თამაშს ვინც უყურა ის შეამჩნევდა რეალის დიდ უპირატესობასაც

01:51 | 09.08.2017
Brazilian.Ronaldo (5735)

საღოლ ,ავტორ.კიდე კაი დღეშია ქართული სპორტი.პირველ არხზე უცოდინარი ხალხი რომაა კომენტატორად და შენ კიდე იმათ ნალაპარაკევს რომ იმეორებ.საღოლ. წესები მაინც არ იცით? ანალიზის მხრივ კლავს რა სტატია.ვინც სანამ კაშაისა და ასეთ კომენტარებს დაიწყებთ,ინტერნეტში მოიძიეთ და ნახავთ ხაზ გავლებულ სურათს სადაც ნათლად ჩანს,რომ კაზემიროს მხოლოდ ხელის მტევანი აქვს მცველებზე წინ.ეს კი თამაშგარე არანაირად არაა.ნუ,ენდობით დილეტანტებს.

01:47 | 09.08.2017
galaqtiko (3482)

გიორგი მელქაძე,

კარგად ნახეთ, არანაირი თამაშგარე იქ არ ყოფილა.

01:46 | 09.08.2017
anna RAFA (3514)

ეგიც მევიგეთ???
რა იყოთ ბიჭო რამ დაგახამათ,ბოროტებო თქვენ,გაკლდათ ახლა თქვენ თასები,ტფუი თქვენ

სტატისტიკა
0.2902