ჩოგბურთი

23:10 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მონრეალის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსის პირველ წრეში ერნესტო ესკობედოსთან 6:7, 4:6 დამარცხდა. თავდაპირველად ქართველს ტომაშ ბერდიხთან უნდა ეთამაშა, თუმცა ჩეხი ტურნირიდან მოიხსნა და ამერიკელს თამაშის შანსი მიეცა.

განვლილ შეხვედრაში ერნესტომ 5 ეისი მოაწოდა, ხოლო ნიკამ - 2. ორმაგ შეცდომებში ბასილაშვილი ლიდერობდა - 4:1. ესკობედო მოწოდებებს კარგად ასრულებდა, რეალიზაციასაც მაღალი პროცენტით ასრულებდა და საბოლოოდ მატჩი მოიგო. შემდეგ ეტაპზე ამერიკელი რობინ ჰაასის შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11166