ფეხბურთი

1:05 | 9.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" უელსელი ფეხბურთელი გაიფორმა

"ქოვენთრი სიტის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ჯორჯ ტომასი "ლესტერში" ითამაშებს. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის მოთამაშემ ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლესტერში დაბადებული ტომასი "ქოვენთრის" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. ჯორჯს ასევე ნათამაშები აქვს უელსის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10143