ფეხბურთი

15:48 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” თურანის დაბრუნებაზე უარი განაცხადა

კატალონიის “ბარსელონა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარის პერიოდში კიდევ ერთ ფეხბურთელს გამოემშვიდობება. როგორც ესპანური გამოცემა Marca გვამცნობს, ეს, თურქი შემტევი ნახევარმცველი არდა თურანი იქნება.

“ბარსელონამ” “ატლეტიკოს” შეთავაზება გაუკეთა, თუმცა მადრიდულმა კლუბმა 30 წლის მოთამაშის დამატება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ არდა თურანი “ატლეტიკოში 2011-2015 წლების სეზონში თამაშობდა და სწორედ ამ კლუბიდან გადავიდა “ბარსელონაში. გასულ სეზონს არდამ კატალონიელთა შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119654