ფეხბურთი

12:12 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

130 მილიონი კოუტინიოს ტრანსფერისთვის

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარის შემცვლელს ეძებს და დიდი ხანია “ლივერპულიდან” ფელიპე კოუტინიოს გადაბირებას ცდილობს.

ბოლო ინფორმაციით, კატალონიელები მზად არიან 25 წლის ბრაზილიელის ტრანსფერში 130 მილიონი ევრო გადაიხადონ - იტყობინება გამოცემა The Times.

აქამდე “ბარსელონა” “წითლებს” ნახევარმცველის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ინგლისელებმა უარი განაცხადეს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, თავად ფეხბურთელს ესპანეთში გადასვლა სურს და ლივერპულელთა გადაწყვეტილებას ელოდება.

ფელიპე კოუტინიომ 2013 წლიდან მოყოლებული “ლივერპულის შემადგენლობაში 181 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 42 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111043