თამაშგარე

10:27 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კინგსლი კომანის გამორჩეული მეუღლე

გერმანიაში ბურთის მაგორებელი ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის, კინგსლი კომანის ცოლი, სეფორა შეიძლება დღეს ისეთი პოპულარული ასული ვერაა, როგორც სხვა ფეხბურთელთა მრავლისმნახველი და ათას ფოტოკამერაზე გადავლილი ქალები, მაგრამ მას როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ბულვარულმა მედიამ სეფორა ფეხბურთელთა ცოლებს შორის ყველაზე ორიგინალური გარეგნობით გამოარჩია და მობურთალთა წლის ყველაზე ორიგინალურ ცოლადაც სცნო. სხვათა შორის სეფორას გარეგნობა შარშან საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც შეამჩნიეს და ბულვარული პრესა ამ გოგონათი პირველად სწორედ მაშინ დაინტერესდა.

კინგსლი კომანის მეუღლე ამჟამად სახელის მოხვეჭის მცდელობისა და მოდელობის გარდა, საოჯახო საქმეებითაც ყოფილა გატაცებული და იგივე ბულვარულ მედიას თუ ვენდობით, შეიძლება ღომის ამოწელვა არ იცის, მაგრამ კარგა გემრიელ ევროპულ სალათებს კი ამზადებს. ისე, თუ მოინდომებს ღომის ამოწელვა-ამოზელვასაც ისწავლის. ნიჭიერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161158