ფეხბურთი

20:29 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალათი “რეალი” დაინტერესდა

მადრიდის “რეალი” ტურინის "იუვენტუსის" 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელით, პაულო დიბალათი დაინტერესდა. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდელებს სურთ, რომ ტურინელებს კოვაჩიჩი გადასცენ, თავად კი არგენტინელი დაიმატონ.

ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ის აპირებს აღნიშნული მოთამაშის თაობაზე “ბებერ ქალბატონთან” მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა როგორც “იუვენტუსის” წარმომადგენლები ამბობენ, ისინი არ გეგმავენ ახალგაზრდა თავდამსხმელი 120 მილიონ ევროზე ნაკლებად გაიმეტონ.

მოგეხსენებათ, რომ რაც ბრაზილიელმა ნეიმარმა “ბარსელონა” დატოვა, გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, თითქოს არგენტინელის შეძენით კატალონიელებიც არიან დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110791