ფეხბურთი

17:20 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსელში ფეხბურთელი ისევ გაძარცვეს

მარსელში დიმიტრი პაიეს სახლი გაძარცვეს. როგორც გაირკვა, კარი ღია იყო. სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა - დაახლოებით 110 000 ევროს ღირებულებისა.

თავა პაიე საკუთარ ტვიტერ-ზე წერს, რომ ეს მხოლოდ წვრილმანი ქურდობა იყო.

პაიე წლეულს "ვესტ ჰემიდან" გადავიდა "მარსელში", ამ გუნდის ფეხბურთელებს კი მძარცველთაგან "ყურადღება" არ აკლიათ. სხვადასხვა დროს გაძარცვეს მამადუ ნიანგის, ჯიბრილ სისეს, სტეფან მბიას, ფაბრის აბრიელის, ლუჩო გონსალესის, ჯორდან აიუს, ანდრე აიუს, ილტონის, ანდრე-პიერ ჟინიაკის, მარიო ლემინას, ლასანა დიარასა და ქარიმ რეკიკის სახლები.

0.116145