ფეხბურთი

15:53 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაშია-250: "მთავარია, რომ სულ ვთამაშობ"

შაბათს ჰოლანდიის სუპერთასზე "ვიტესმა" პენალტების სერიაში წააგო "ფეიენოორდთან" (1:1, პენ 2:4). გურამ კაშიასთვის ეს 250-ე მატჩი იყო არნემელთა შემადგენლობაში, სადაც 2010 წლიდან ირიცხება.

კაშია მიიჩნევს, რომ "ვიტესი" ამჟამად უფრო ძლიერია, ვიდრე წინა სეზონში იყო.

"ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. რაში გამოიხატება სიძლიერე? მენტალურად. ჩვენ თასი მოვიგეთ და თავდაჯერებულები გავხდით. მომწონს, რაც ვარჯიშებზე ხდება. მწვავე კონკურენციაა და დუელის მოგება იოლი არაა. მეც მუდმივად კონკურენციაში უნდა ვიყო. მიაზგა და ვან დერ ვერფი სათადარიგოთა სკამზე სხედან, მაგრამ ისინიც კარგი მცველები არიან".

კაშიამ ჰოლანდიურ ალგემაინ დაგბლად-თან განაცხადა, არნემში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლშიო.

"ჩემი ოჯახიც ასეა. მუდმივად ვთამაშობ და ეს, ალბათ, უმთავრესია. შემიძლია წავიდე უფრო ძლიერ ლიგაში და იქ შესაძლოა, სკამზე მომიწიოს ჯდომა. მე კი მინდორზე მინდა ვიყო".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107368