ფეხბურთი

17:47 | 7.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" კოუტინიოს ტრანსფერში ანდრე გომეშის ჩართვას გეგმავს

“ბარსელონას” პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე გომეში, შესაძლოა, “ლივერპულში” გადავიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ 24 წლის მოთამაშე კატალონიელების სქემაში არ ჯდება, ის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბლაუგრანას” დატოვებს.

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გომეში შეიძლება გახდეს გარიგების ნაწილი ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერში, რადგან "ბარსელონა" და "ლივერპული" ბრაზილიელის ფასზე ვერ თანხმდებიან და “წითლებმა” უარი განაცხადეს კოუტინიოს კატალონიაში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაშვებაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122143