სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

0:31 | 7.08.2017 | ნანახია 3176 - ჯერ

ამაყი, ლაღი, ჩემპიონი - ზაზა ფაჩულია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და “გოლდენ სტეიტის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა და ყველა იმ თემას შეეხო, რომელიც მის გარშემო დღესდღეობით აქტუალურია.

როგორც “მეომრების” 27-ე ნომერმა აღნიშნა, NBA-ში მოხვედრაზე რთული იქ ადგილის შენარჩუნებაა. რაც შეეხება მის კარიერას, ამბობს, რომ სანამ გული და ტვინი ამის შესაძლებლობას მისცემს, მანამდე ითამაშებს, რადგან კალათბურთი მისთვის ყველაფერია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ისაუბრა სხვა გუნდების მიერ გაკეთებულ შეთავაზებებზე, თუმცა მისი თქმით, იმაზე კარგ გუნდში ვერ მოხვდებოდა, სადაც ახლა თამაშობს და ამიტომ გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.

კარიერის პიკი

"ადამიანს უნდა ჰქონდეს მიზნები. ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის მქონდა მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად ვშრომობდი, წინააღმდეგობებიც მქონია... საკლუბო დონეზე ამაზე დიდი წარმატება არ ვიცი რა შეიძლება იყოს, როდესაც NBA-ს ჩემპიონი ხდები და ამ ულამაზეს თასს ჰაერში აწევ, მთელი მსოფლიო გიყურებს. NBA ისეთ დონეზეა, რომ შეადარო თუნდაც იმ წლებს, როდესაც მე მოვხვდი 14 წლის წინ, ძალიან დიდი განსხვავებაა. სოციალურმა ქსელებმა და ინტერნეტმა ხომ საერთოდ სხვა ეტაპზე გადაიყვანა ეს ყველაფერი. ასე რომ, ბედნიერი ვარ ეს დღე რომ გამითენდა, ამას მოვესწარი – გავხდი ჩემპიონი საკლუბო დონეზე. სანაკრებო დონეს რა თქმა უნდა, ვერ შეადარებ, რადგან სულ სხვაა. ვფიქრობ, ნაკრების დონეზეც წლების განმავლობაში წარმატებები იყო და ეს წარმატებული სვლა გრძელდება. სულმოუთქმელად ველოდები ევროპის ჩემპიონატს და ერთ-ერთი მიზეზი რისთვის ჩამოვედი სწორედ ესაა.

ფული ბედნიერება არაა

შარშან მქონდა რამდენიმე შემოთავაზება უფრო სარფიანი ფინანსური თვალსაზრისით სხვა და სხვა გუნდებიდან, მაგრამ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ერთ რაღაცაში დავრწმუნდი, რასაც ვფიქრობდი – ფინანსები ადამიანს ისეთ ბედნიერებას არ მოგიტანს, რასაც ახლა განვიცდი შინაგანად, ემოციურად. რასაც ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები განიცდიან. მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ვამაყობ ნამდვილად. არის მეორე ფაქტორიც: კი დიდი თანხა იყო, მაგრამ ცხოვრებაში რამდენი ადამიანია, რომელიც მუშაობს, მაგრამ ისეთი ანაზღაურება არ აქვს, რაც წელს მქონდა. ასე რომ სულელი უნდა იყო ადამიანი, რომ მადლობელი არ იყო ამ ყველაფრით. ვფიქრობ, თუ ეს ხელფასი არ გყოფნის, მაშინ არც არაფერი გეყოფა ადამიანს. შესაბამისად, ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით და ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა იყო თუ არა საუკეთესო.

წასვლა რთული იქნებოდა

რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი პროცესია – მისცე სხვა გუნდებსაც შანსი შემოთავაზება რომ გაგიკეთონ. მართალი გითხრათ, ახლა ჩემთვის ძალიან რთული იყო სხვა გუნდში გადასვლა. განებივრებული ვარ “გოლდენ სტეიტში”. ძალიან რთულია, როდესაც ასეთი ტალანტების გვერდით თამაშობ მთელი წლის განმავლობაში, ასეთი მწვრთნელის მოთამაშე რომ ხარ და მერე სხვა გუნდში გადახვიდე. გული იმას მიგრძნობდა, რომ დავრჩენილიყავი “უორიორზში”, თუმცა პატივი უნდა მეცა პროცესითვის და რა თქმა უნდა, წინადადებები იყო სხვა გუნდებისგანაც. თუმცა, ჩემს თავს სულ იმას ვეუბნებოდი, რომ ნეტავ, კარგ კონტრაქტს არ შემომთავაზებდნენ, რადგან გადასვლაზე მართლა არ დავფიქრებულიყავი (იღიმის). საბოლოოდ, ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ მე ვრჩები – მინდა, ეს სიხარული კიდევ გაგრძელდეს და იმედია მომავალ წელს ერთი თასი ერთ, ხოლო მეორე თასი – მეორე მხარს დამიმშვენებს. ეს რთული იქნება, რადგან ლიგაში კიდევ 29 გუნდია, რომელიც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ლიდერი არავის (მეტოქეებს) უყვარს. ყველა ჩვენს წინააღმდეგ გაათმაგებული ენერგიით თამაშობდა და ასე იქნება მომავალ სეზონშიც.

პირველივე დღეს გაიხსნა თუ არა სატრანსფერო ბაზარი, დავურეკე ჩემს აგენტს და მითხრა, რომ გუნდში ჩემი ადგილი შენარჩუნებულია. რა თქმა უნდა, ეს არის ბიზნესი, ეს არის პროცესი, ესაუბრე სხვა გუნდებს და ესმით “გოლდენ სტეიტში” ეს ყოველივე, მაგრამ მათთვის პირველი არჩევანი ვიყავი მე. ალბათ ხვდებით რასაც ნიშნავს და ძალიან მადლობელი ვარ მათი. ჩემთვის დიდი რამეა, როდესაც ასეთი დონის გუნდი მეუბნება, რომ ცენტრის პოზიციაზე ჩემი ადგილი რჩება და ველოდებით შენგან პასუხს.

კარიერის ფინიშზე და პოლიტიკა

რა თქმა უნდა, კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა და ბავშვობიდან ვთამაშობ. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება კალათბურთის გარეშე და დიდ სიამოვნებას ვიღებ. ძალიან მიყვარს შრომა და ვეცდები რაც შეიძლება დიდ ხანს ვითამაშო. სანამ ჩემი გული და ტვინი არ მეტყვის, რომ უკვე საკმარისია, მანამდე არ დავასრულებ. თუმცა, როდესაც 30 წელს გადაცდები, ნებისმიერ დროს უნდა ელოდო. უნდა გაგიმართლოს კიდეც, რადგან ტრავმები შეიძლება მიიღო და ძალიან დიდი ადგილი უკავია სპორტსმენის კარიერაში. გამიმართლა, რომ NBA-ში 14 სეზონი დავასრულე და ეს გამართლების გარეშე არ ხდება. ზუსტ დროს ვერ ვიტყვი, როდემდე ვითამაშებ, მაგრამ მინდა ეს რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. რაც შეეხება კარიერის დასრულების შემდეგ – იცით, რომ ბიზნეს პროგრამებში ვმონაწილეობ, წელსაც ვიყავი და ყოველ ზაფხულს, როცა თავისუფალი დრო მაქვს მივდივარ და ვცდილობ განათლება მივიღო. ვფიქრობ, ადამიანისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ, მე ახალგაზრდულ ასაკში დავიწყე კალათბურთი და უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოვახერხე. რა თქმა უნდა, კარგი იყო ის, რომ 16 წლის ასაკში უკვე პროფესიონალი ვიყავი. ამიტომ, ახლა ვცდილობ, დაკარგული ავინაზღაურო. რაც შეეხება პოლიტიკას – ჩემამდეც მოვიდა ეს ხმები და გეტყვით, რომ პოლიტიკაში წასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც უყვარს და უნდა. ძალით გაკეთებული საქმის არ მჯერა და არ ვაპირებ, რომ ძალით მომავალში რამე გავაკეთო. პოლიტიკა ნამდვილად არაა ის სფერო, რაც მაინტერესებს და ოდესმე დამაინტერესებს. ჩემს თავს პოლიტიკაში გამოვრიცხავ.

მედია

სიმართლე გითხრათ, მაკლდით, რადგან ქართველი ვარ – იქ იყვნენ ჩემი მეგობრების ნაწილი, ყველამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. კარგი იქნებოდა, რომ თქვენც ყოფილიყავით, მაგრამ მესმის, ასე ადვილი არაა ამხელა გზაზე წასვლა. უბრალოდ ვისურვებდი, ყველას ერთად აღგვენიშნა გამარჯვება. მე თქვენზე ნაწყენი ნამდვილად არ ვარ, პირიქით მადლობელი იმისთვის, რასაც აკეთებთ. ერთადერთი ვინც შეიძლება ნაწყენი იყოს ეს ხალხია, რადგან მათთვის უნდა მიგეწოდებინათ ინფორმაცია.

სტივ კერის გარეშე

“გოლდენ სტეიტში” ისეთი სიტუაციაა, რომ სტივ კერის არყოფნა პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მსოფლიო დონის ტალანტები არიან ჩვენთან კლეი ტომპსონი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, გრინი, იგუოდალა და უფრო რთულია მათთვის სწორი ადგილის პოვნა, როდესაც გუნდში ამდენი ვარსკვლავია, ხოლო ბურთი ერთია. სტივ კერი ზუსტად ამიტომაცაა განსაკუთრებული, რომ სიტუაცია დაალაგა და ყველა ბედნიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და თითქმის მთელი პლეი-ოფი ჩვენთან არ ყოფილა, ეს მანქანა არ გადასულა გზიდან და მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ მთელ პლეი-ოფში. უშეცდომო არავინაა და ეს ერთი წაგება გვაპატიეთ (იღიმის).

“გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში

მხოლოდ გუნდში არა, ზოგადად NBA-ში მოხვედრაა რთული და ამაზე უფრო ძნელი იქ ადგილის შენარჩუნებაა. ყველაფერი სტატისტიკაა – ყოველ წელს ახალი 60 მოთამაშე მოდის დრაფტზე, ანუ ამდენივე უნდა წავიდეს. სულ 30 გუნდია და თითოს მხოლოდ 15 კალათბურთელი ჰყავს. წარმოიდგინეთ რამხელა კონკურენციაა და ძალიან რთულია ადგილის შენარჩუნება. გუნდში მითუმეტეს – ერთადერთი ადგილია სასტარტოში ცენტრისთვის, მაგრამ აქ არის ნდობის ფაქტორიც. ეს არ დაწყებულა გუშინ, ძალიან დიდი ხნის შრომაა და ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი. ამიტომაც, ამ ყველაფერმა აქამდე მომიყვანა. ალბათ სწორად ვიქცევი. ყოველშემთხვევაში მე-15 სეზონს ვიწყებ და ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს, - თქვა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში NBA-ს ჩემპიონის თასის წარდგენა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:53 | 07.08.2017
ogafa (5175)

წარმატებები

13:12 | 07.08.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8395)

პოლიტიკაში აუცილებლად უნდა სცადოს ბედი. ტანმაღალი პოლიტიკოსები კარგად გვაქვს დაცდილი ქართველებს DDDDDDDD

11:30 | 07.08.2017
Buratino (2689)

ამაყი, ლაღი, ჩემპიონი - ზაზა და ბედნიერი ერი და ბერი

10:59 | 07.08.2017
BEERTRANCE (94528)

წარმატებები

10:40 | 07.08.2017
dinamo222 (3651)

ძალიან მაგარია ნბას საჩემპიონო თასისსაქართველოში ჩამოსვლა ! 30-40 წლის წინ ხალხს ნბას მოთამაშეები ოლიმპოს ხალხს ღმერთები ეგონათ და ვინ იფიქრებდა რომ მოვა დრო და ნბას საჩემპიონო თასს ქართველი ჩემპიონი ჩამოიტანდა საქართველოში !!რაც შეეხება ფასიანი რატომაა სპორტული სექციებიო უფასო სწავლა მედიცინა და სპორტში ვარჯიში სოციალიზმის დროს იყო და ხალხმა მოითხოვა არ გვინდა სოციალიზმი კაპიტალიზმს გაუმარჯოსო ! ხოდა თუ კაპიტალიზმს გაუმარჯოს კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ ყველაფერში ფული ! ან ზაზამ რატომ უნდა გადაიხადოს ?? კი ბატონო რომ ქონდეს სხვებივით 30-35 მილიონი კიდევ შეიძლება მაგრამ იმ კინკილა 3 მილიონით აკადემიები აფინანსოს თუ საკუთარ ოჯახს და ახლობლებს მიხედოს ? სკოლები და აკადემიები სპორტსმენებმა და ქველმოქმედებმა კი არა სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ! მთავრობის პარლამენტის გამგეობების და სხვა უსაქმური ორგანიზაციის წევრები ქონში რომ სკდებიან და ასეულობით მილიონს ფლანგავენ ხელფასებში პრემიებში დანამატებში მანქანებში აგარაკებში და "საქმიან ვიზიტებში" აი იმათ მოსთხოვეთ დაფინანსება !@@@

09:39 | 07.08.2017
tomuri (1364)

რადგან ეს ტასი ცამოიტანა საქართველოში აბა გაჩნდებიან კალათბურთში ნბა-ს დონის ვარსკვლავები........ იქნება უმაზე იფიქრონ ამ ტაობის მერე არეცრთი ნორმალური კალათბურთლეი რომ აღარ ჩანს, ყველაფერი ფულის საკეთებლად რომ აქციეს, ფაჩულიამ კიდევ იეთი სკოლა გახსნა სადაც გადასახადი 120 ლარია, ფულიანის მეტი ბავშვ ვერავინ მიიყვანს, ხოლო ფულიანი ხალხის შვილი რა დონის სოპორტსმენები დგებიან ეგ ყველანმ ვიცით... ტიპმა თავისი სკოლა გააპიარა ამ თასის ჩამოტანით, თორემ ქართულიი კალათბურთისთვის რაიმე კარგის გაკეტებ არომ უნდოდეს, უფასო სკოლას გააკეთებდა და ტავის ნაშოვნი ფულის მცირე ნაწილს მაინც ქველმოქმედება სმოახმარდა, ესეც არ იყოს ახლა ლიტველი კალათბურტელების დონის, რომლებმაც ტავანთი ფულით ლიტვაში კალათბურთი განავითარეს...

11:43 | 08.08.2017
პანტელეიმონი (3281)

????????????????????

08:48 | 07.08.2017
tengocie (479)

ჩვენი ჩემპიონიიიიი

02:08 | 07.08.2017
mazazi (209)

პოლიტიკა ნამდვილად არაა ის სფერო, რაც მაინტერესებს და ოდესმე დამაინტერესებს. ჩემს თავს პოლიტიკაში გამოვრიცხავ. გენაცვალე ამ სიტყვებში, იქ წასული კაი კაცი არ მინახავს, პოლიტიკაში ყველა წასულმა გამოაჩინა რა ცხვრის ტყავში გადაცმული მგლებიც იყვნენ! პოლიტიკაში მხოლოდ სულით ბ ო ზ ე ბი მიდიან

08:49 | 07.08.2017
tengocie (479)

+1

00:49 | 07.08.2017
პანტელეიმონი (3281)

გაიხარე ზაზა, შენ ეს დაიმსახურე ! ! !

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.113864