ფეხბურთი

23:05 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი “ნიცას” ფეხბურთელია

ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი უესლი სნეიდერი კარიერას “ნიცაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“ნიცას” განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ, 33 წლის ნახევარმცველი “არწივებთან” კონტრაქტს გააფორმებს. უესლიმ “გალათასარაი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და შესაბამისად, ახალ კლუბს უფასოდ შეურთდება.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი “გალათასარაის” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 173 მატჩში 45 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098