ფეხბურთი

22:25 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ხესეს დამატება სურს

“ფიორენტინას” ესპანელი შემტევის ხესე როდრიგესის დამატება სურს – წერს ცნობილი გამოცემა Football Espana.

ნახსენები წყაროს ცნობით, “იებს” ემრე მორის გადაბირება უნდოდათ, თუმცა თურქმა მოთამაშემ იტალიური კლუბის ვარიანტზე უარი განაცხადა და “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა ხესეს ტრანსფერზე გადაერთო.

“პარი სენ-ჟერმენის” შეტევის ხაზში უდიდესი კონკურენციაა და უნაი ემერის გეგმებში 24 წლის ფეხბურთელი არ შედის. ამიტომაც, ხესეს ახალი კლუბის მოძებნა ყველა ვარიანტში მოუწევს. როგორც ირკვევა, “ფიორენტინა” მზადაა, რომ როდრიგესის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ხესე პსჟ-ში გასულ ზაფხულს “რეალიდან” გადავიდა, თუმცა პარიზულ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “ლას პალმასში” ჩაატარა, სადაც 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10909