ფეხბურთი

13:15 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე "ბარსელონასთან" კონტრაქტს 7 აგვისტოს გააფორმებს

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი უსმანე დემბელე კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტს 7 აგვისტოს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, “დორტმუნდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ დემბელე 100 მილიონ ევროდ შეაფასა.

20 წლის უსმან დემბელე “დორტმუნდს” 2016 წელს შეუერთდა და დღემდე 49 ჩატარებულ შეხვედრაში გერმანულ გუნდს 10 გოლით შეეწია.

0.119995