ფეხბურთი

12:08 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ვარჯიში განაახლა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიში განაახლა. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელმა რუსეთში გამართულ კონფედერაციათა თასზე მონაწილეობა მიიღო და ამის გამო "რეალთან" ერთად ამერიკულ ტურნეზე არ იმყოფებოდა. ამჟამად ზინედინ ზიდანი გუნდს მადრიდში ავარჯიშებს.

გასულ სეზონში რონალდუმ "რეალის" წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი შეიტანა. პორტუგალიელმა 46 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110079