ფეხბურთი

0:30 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგამ” “სევილიას” მცველი დაიმატა

“მალაგამ” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დიეგო გონსალესი დაიმატა – იუწყება ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“მედუზებმა” 22 წლის ფეხბურთელში “სევილიას” 2 მილიონი ევრო გადაუხადეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

გონსალესს გასულ სეზონში უმეტესად “სევილიას” მეორე გუნდში უწევდა თამაში და ძირითადი გუნდის რიგებში მხოლოდ 5-ჯერ გამოჩნდა.

0.115987