ფეხბურთი

0:00 | 6.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“უოტფორდს” მორენოს შეძენა სურს

“უოტფორდს” ესპანელი მარცხენა მცველის ალბერტო მორენოს შეძენა სურს – წერს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “ლოსებს” მაღალი დონის მარცხენა მცველის დამატება სურთ და ერთ-ერთ კანდიდატად “ლივერპულის” ფეხბურთელს განიხილავენ.

სათქმელია, რომ მორენოს გასულ სეზონში იურგენ კლოპი დიდად არ სწყალობდა და მოედანზე გასვლა მხოლოდ 18-ჯერ მოუწია.

25 წლის მცველს მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113977