ფეხბურთი

21:34 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ზედიზედ მეხუთედ მოიგო

გია ცეცაძის გაწვრთნილმა "სამტრედიამ" სტუმრად 1:0 მოუგო ბათუმის "დინამოს". ეს სამტრედიელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა ჩემპიონატში, ბათუმელებს კი წინა ორ ტურში ექვსი ქულა ჰქონდათ აღებული.

ისე, საკმაო დანაკლისით შეხვდა "დინამო" ამ შეხვედრას. ოთარ მარცვალაძის ტრავმა, კვასოვისა და მგელაძის დისკვალიფიკაციები - ეს დაეტყო კონსტანტინ ფროლოვის გუნდს.

ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე გავიდა. გიული მანჯგალაძის კუთხურს მოჰყვა ნიკა საბანაძის მძლავრი თავური და 0:1. მანამდე რამდენიმე წამით ადრე კი ბათუმელთა მეკარე ლევან შოვნაძემ კოტდივუარელ გიის აუღო რთული ბურთი.

საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მაგალითად, გოლიდან რამდენიმე წუთში ომარ მიგინეიშვილმა ფეხით მოიგერია დავით კვირკველიას დარტყმული.

ამ ეტაპზე "სამტრედია" უკეთესი გუნდია და შედეგიც ლოგიკურია, თუნდაც თამაშიდან გამომდინარე. გამოვარჩიოთ გოლის ავტორი საბანაძე, რომელმაც წინა ტურში დუბლი მიითვალა ("ჩიხურასთან") და 3 გოლი მოუგროვდა ახალ გუნდში.

ეროვნული ლიგა. 21-ე ტური

ბათუმი. რაგბი არენა

დინამო (ბათუმი) - სამტრედია 0:1 (0:0)

დინამო ბთ: შოვნაძე, ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი, არზიანი (ვარშანიძე 75), კვანტალიანი (კეკუა 84), შონია, ე. გრიგალაშვილი, თევდორაძე, ჩოგაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (გოგიაშვილი 90+4), ჯიქია (მარკოზაშვილი 66), გიი, რაჟამაშვილი, საბანაძე

გოლი: 0:1 საბანაძე (69)

გაფრთხილება: ე.გრიგალაშვილი - მანჯგალაძე

მსაჯი: ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113025