ფეხბურთი

23:10 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბასტია" მეხუთე დივიზიონში ითამაშებს

საფეხბურთო გუნდი "ბასტია" მომდევნო სეზონს მეხუთე დიზიონში დაიწყებს. გუნდი გასულ სათამაშო წელს ლიგა 1-ში იბრძოდა, თუმცა ჩემპიონატიდან გავარდა და ფინანსური ფეირ პლეის წესების დარღვევის გამო საბოლოოდ მესამე დივიზიონამდე დააქვეითეს.

მაისშივე ცნობილი გახდა, რომ კლუბი გაკოტრდა და პრეზიდენტი პიერ-მარი ჟერონიმი ფეხბურთიდან 5 წლით მოკვეთეს. საბოლოოდ კლუბი გულშემატკივრებს გადაეცათ და კორსიკული გუნდი ახალ სეზონს რანგით მეხუთე დივიზიონში დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119896