სხვა

21:00 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

IAAF-ის კონგრესის მკაცრი გადაწყვეტილება

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) კონგრესის გადაწყვეტილებით, რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას გაუგრძელდა სანქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში რჩება ადრინდელი გადაწყვეტილება IAAF-ში წევრობის შეჩერების თაობაზე. რუსების დისკვალიფიკაციას მხარი დაუჭირა კონგრესის 166-მა დელეგატმა, წინაამღდეგი იყო 21 დელეგატი.

როგორც IAAF-ში აცხადებენ, ვიდრე რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია ყველა წაყენებულ პირობას არ დააკმაყოფილებს, სანქცია არ მოიხსნება.

რუს მძლეოსნებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც გამოვლინდა დოპინგის მასობრივი გამოყენების შემთხვევები. მათ მონაწილეობა ვერ მიიღეს 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებში და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში. რუსეთის ნაკრების გარეშე მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატიც, რომელსაც ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს. გამონაკლისი დაუშვეს 19 რუსი მძლეოსნის მიმართ - ისინი ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით, IAAF-ის ეგიდით გამოდიან.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114848