ფეხბურთი

16:29 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ტრავმირებულია

ფრანგული “მონაკოს” თავდამსხმელი კილიან მბაპე ტრავმირებულია. 18 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის პირველივე ტურში “ტულუზასთან” დაპირისპირებისას მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც 74-ე წუთზე შეცვალეს.

თუმცა, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მბაპეს იძულებით 2-3 დღე მოუწევს დასვენება და შემდეგ საწვრთნელ პროცესს ისევ დაუბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია შეხვედრის შემდეგ “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდუ ჟარდიმმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” 180 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

0.124009