ფეხბურთი

23:30 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიამ” რამირესი დაიმატა

ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი გასტონ რამირესი კარიერას “სამპდორიაში” განაგრძობს – იუწყება გენუური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტაქტი გააფორმა. “მიდლსბრომ” გასტონის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო მიიღო.

რამირესმა გასულ სეზონში “ბოროს” მაისური 26-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.109262