ფეხბურთი

20:30 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისევ დათა სიჭინავა!

ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურის ბოლო მატჩში მოულოდნელობა არ მომხდარა. მეორეადგილოსანმა "რუსთავმა" 3:0 მოუგო აუტსაიდერ "ზუგდიდს".

ორი გოლი გაიტანა გუნდის ლიდერმა და ლიგა2-ის საუკეთესო ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ. ორივე შორიდან, მათ შორის, ერთი საჯარიმო დარტყმით. სიჭინავას 17 გოლი აქვს აქტივში და ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა. რუსთაველთაგან მესამე გოლი ვაჟა ციცქიშვილმა გაიტანა.

რუსთავი - ზუგდიდი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 სიჭინავა (21, 34), 3:0 ციცქიშვილი (69)

1. მერანი 21 +31 49
2. რუსთავი 21 +25 45
3. სიონი 21 +7 40
4. გაგრა 21 +12 36
5. სამგურალი 21 +1 34
6. ვიტ ჯორჯია 21 +4 30
7. გურია 21 -13 22
8. ცხინვალი 21 -15 19
9. მეშახტე 21 -26 13
10. ზუგდიდი 21 -26 11

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113574